კარგია, რომ სუს-ის მიერ ინფორმაცია საჯაროვდება, რადგან ერთი მხრივ, ეს საზოგადოებაში უსაფრთხოების განცდისთვისაა აუცილებელი – სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხელ სარჯველაძე სუს-ის მიერ გასაჯაროებულ ინფორმაციას ეხმიანება.
„საქართველოში თუ არის ადამიანი, მისი მოქალაქეობისგან დამოუკიდებლად, იქნება ეს საქართველოს თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ინტერესი, საქართველოში რაიმე ფორმით, აკრძალული ნივთების გამოყენებით აფეთქება მოაწყოს და რაღაც უბედურება დაატრიალოს, ყველა ასეთ „ინტერესთან“, „ინიციატივასთან“ დაკავშირებით სუს-ს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, უნდა ფლობდეს ამ ინფორმაციას, ადევნებდეს თვალს და სამართლებრივად უნდა რეაგირებდეს.
კარგია, რომ ასეთი ფაქტების შესახებ ინფორმაცია საჯაროვდება, რადგან ერთი მხრივ, ეს საზოგადოებაში უსაფრთხოების განცდისთვისაა აუცილებელი და მეორე, რაც მნიშვნელოვანია, ყველ აქვს შესაძლებლობა, პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით სწორი დასკვნები გამოიტანონ“, – განაცხადა სარჯველაძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რამდენიმე ერთეული სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობა და დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება ამოიღო.
Next: თქვენ თქვენი თავი ვინ გგონიათ? ჩვენი დამრიგებელი ხართ, თუ ვინ ხართ? – ანრი ოხანაშვილი ანა ნაცვლიშვილს მიმართავს