დიმიტრი ხუნდაძე: ლგბტ პროპაგანდა ბრიუსელისთვის ისევ აქტუალურია. მუდმივად ფხიზლად უნდა ვიყოთ

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, მედიასთან გამოეხმაურა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას. მის თანახმად, უნგრეთმა ბავშვებისთვის ლგბტ პროპაგანდის წვდომაზე აკრძალვით დაარღვია ევროკავშირის წევრებისთვის დადგენილი საერთო წესი. ხუნდაძის აზრით, აღნიშნული ამტკიცებს, რომ ლგბტ პროპაგანდა ბრიუსელისთვის ჯერ კიდევ აქტუალურია:
„ბრიუსელმა დაინახა შესაძლებლობა, თავიდან წამოიწყოს ეს კამპანია, ისევ მოსთხოვოს უნგრეთს, რომ ლგბტ პროპაგანდა არათუ შეზღუდოს, არამედ გაააქტიუროს“ – განაცხადა დეპუტატმა.
ხუნდაძემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ეს უნდა იყოს სიგნალი საქართველოსთვისაც და იმ საკითხებში, რომლებიც ეროვნული ფასეულობების ნაწილია, კომპრომისი დაუშვებელია.
„როგორც ვხედავთ, ლგბტ პროპაგანდა ბრიუსელისთვის ისევ აქტუალურია. უნგრეთის შემთხვევა ამის ნათელი მაგალითია. ბრიუსელმა დაინახა შესაძლებლობა, თავიდან წამოიწყოს ეს კამპანია, ისევ მოსთხოვოს უნგრეთს, რომ ლგბტ პროპაგანდა არათუ შეზღუდოს, არამედ გაააქტიუროს. ეს იქნება ჩვენთვის სიგნალი – მუდმივად ფხიზლად უნდა ვიყოთ. საკითხები, რომლებიც ეროვნული ფასეულობების ნაწილია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და აქ კომპრომისი ვერ იქნება“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა