: მე შევეცდები, რომ ჩემი ამ როლით, კიდევ უფრო გავაძლიერო სამართალდამცავი უწყებების პოზიტიური დინამიკა, რაც ჩვენ ყველამ ერთად შევძელით ბოლო თვეების განმავლობაში

მე შევეცდები, რომ ჩემი ამ როლით, კიდევ უფრო გავაძლიერო სამართალდამცავი უწყებების პოზიტიური დინამიკა, რაც ჩვენ ყველამ ერთად შევძელით ბოლო თვეების განმავლობაში,- განაცხადა სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა და მომავალმა ვიცე-პრემიერმა, მამუკა მდინარაძემ, გადაცემაში „ იმედი Live”.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, დაახლოებით 7-8 თვის წინ აღნიშნული ცვლილება უკვე დაგეგმილი იყო მმართველი გუნდის მიერ.
მისივე თქმით, ის შეეცდება ახალი პოზიციით კიდევ უფრო მეტად გააძლიეროს სამართალდამცავი უწყებების პოზიტიური დინამიკა.
„ძალიან გულწრფელი რომ ვიყო თითქმის 8 თვის წინ იყო ეს ცვლილება გადაწყვეტილი. არ დაგიმალავთ დღეს შეიძლება ამის თქმა, იყო მთელი რიგი გარემოებები რის გამოც მე დროებით პოლიტიკური ხელმძღვანელობისა და გუნდის თხოვნით, მოწოდებით, რეკომენდაციით, დავიკავე ის თანამდებობა და გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს წინასწარ გათვლილიც კი იყო, თუმცა ეს არ იყო მაინც და მაინც 8 თვეში, ან 7 თვეში დავტოვებ თანამდებობას, არამედ იყო მაშინ ასეთი საჭიროება და მაშინ არ გვქონდა ჩვენ 100 %-იანი გადაწყვეტილი ეს როგორ განვითარდებოდა. ამ დინამიკით იქნებოდა თუ არა, თუმცა საბოლოო ჯამში დავუბრუნდით დავარევერსეთ ის წინა გეგმა და პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით მე კოორდინაციას გავუწევ ძალოვან სისტემას. ბოლო ერთი დღის განმავლობაში როდესაც ეს ცვლილება დაანონსდა ვნახე ერთი მხრივ, სკეპტიკოსები, ოღონდ ძალით სკეპტიკოსები, „ქართული ოცნების“ მომხრეები მილოცავდნენ, ისინი [სკეპტიკოსები] ამბობდნენ „პენსიაზე გაუშვეს“, პრინციპში, ძალიან გულწრფელად, აქაც შემიძლია გითხრათ, რომ ეს არ არის, ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ რომ სუს-ის უფროსს ჰყავდეს ხელმძღვანელი და მან დაავალოს რაღაცები „შენ ასე გააკეთე და შენ ისე“, თუმცა კოორდინაციის ფუნქცია სამართალდამცავი უწყებებს შორის ნამდვილად მექნება და მე შევეცდები, რომ ჩემი ამ როლით, კიდევ უფრო გავაძლიერო ის დინამიკა სამართალდამცავი უწყებების პოზიტიური დინამიკა, რაც ჩვენ ყველამ ერთად შევძელით ბოლო თვეების განმავლობაში ეს იქნება კორუფცია, ტერორიზმთან ბრძოლა, ანტინარკოტიკული კამპანია, რამდენად შთამბეჭდავი და მასშტაბური იყო, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა თუ ა.შ,“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება