საქართველოს ჩრდილოეთ სასაზღვრო პუნქტთან მულტიფუნქციური სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბის მშენებლობა იგეგმება,- პროექტს კომპანია “გლობალ პარკინგი” ახორციელებს, რომელიც საჯარო რეესტრში 2022 წელს არის რეგისტრირებული და სრული წილის მფლობელი ბიზნესმენი ივანე ყამარაული.ინოვაციური პროექტი, კომერციულ და სერვისულ ინფრასტრუქტურას ერთ სივრცეში გააერთიანებს.როგორც პროექტის აღწერაში ვკითხულობთ, კომერციული ინფრასტრუქტურის ნაწილი ძირითადად გათვლილია ტრანზიტული მოძრაობის საჭიროებებზე, მათ შორის სწრაფი კვების ობიექტებსა და მომსახურების წერტილებზე, რომლებიც უწყვეტ რეჟიმში იმუშავებს.ყაზბეგის მულტიფუნქციური სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბის ერთპიროვნული დირექტორის, ვანო ყამარაულის ინფორმაციით, პროექტი მიმდინარე წლის შემოდგომაზე ჩაეშვება. ,,ვფიქრობთ, რომ პროექტი წელს ჩაეშვება, მაგრამ ეს მეტწილად კლიმატურ პირობებზეა დამოკიდებული; ამჟამად თოვლის გამო მუშაობა შეჩერებულია. პროექტი ორ ეტაპად არის გაყოფილი.I ეტაპზე ტრაილერებისთვის განკუთვნილი საპარკინგე ზონები და მოსასვენებელი ადგილი აშენდება. ვგულისხმობ სამრეცხაოებს, სავალუტო ჯიხურებს და არა სასტუმროებს, რაც მათ არ სჭირდებათ.II ეტაპზე მსუბუქი ავტომობილების მძღოლებისთვის მოეწყობა სწრაფი კვების ობიექტები, რისთვისაც რამდენიმე ბრენდულ კომპანიასთან უკვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებას.ვფიქრობთ, ოქტომბერ-ნოემბრისთვის პირველი ეტაპი უკვე უნდა დასრულდეს.პროექტთან დაკავშირებით ჩვენი ვალდებულებები გვაქვს, რომლებიც 3 მილიონ ლარამდეა, თუმცა მთლიანი პროექტის ღირებულება 10 მილიონ ლარამდეა, რაც ეტაპობრივად განხორციელდება“,- აღნიშნა პროექტის ერთპიროვნულმა დირექტორმა „კომერსანტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

