სადაზღვევო კომპანია ალდაგში აგროდაზღვევისსეზონი დაიწყო. ფერმერებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, შეუძლიათ დააზღვიონ მოსავალი ალდაგში და საუკეთესო პირობებთან ერთად ანაზღაურების უსწრაფესი სისტემით ისარგებლონ. აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით, ფერმერებს სასურველი კულტურის დაზღვევა 70%-იანი სუბსიდიით შეუძლიათ, რაც ნიშნავს, რომ მათ დაზღვევის რეალური ღირებულების მხოლოდ 30%-ის გადახდა მოუწევთ და დაზღვევას საკმაოდ ხელმისაწვდომს ხდის. მხოლოდ გასულ სამ წელში ალდაგმა ფერმერებს 30 მილიონლარამდე ზარალი აუნაზღაურა.“ალდაგისთვის აგროდაზღვევა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ალდაგში ვცდილობთ, ჩვენ დაზღვეულებს მათ საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებული სადაზღვევო პაკეტები შევთავაზოთ, რაც წლიდან წლამდე ზრდის ნდობას, როგორც დაზღვევის ასევე ჩვენი კომპანიის მიმართ,“ – აცხადებენ ალდაგში. აგროდაზღვევის ფარგლებში, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ დააზღვიონ ისეთი კულტურები, როგორებიცაა: ვაზი, მარცვლეული, პარკოსანი კულტურები, ბოსტნეული, ბაღჩეული, ხეხილი, კაკლოვანი და კენკროვანი კულტურები, სუბტროპიკული კულტურები და ციტრუსი. დაზღვევა ისეთ გავრცელებულ რისკებს ანაზღაურებს, როგორიცაა სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა (ეს უკანასკნელი მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისთვის) სერვისის მისაღებად, დაინტერესებულ ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ მიმართონ ალდაგის რეგიონულ ფილიალებს: კახეთში, შიდა და ქვემო ქართლში, სამცხე – ჯავახეთში, იმერეთში, ქუთაისსა და აჭარაში.

