„მაკდონალდს საქართველოს“ IT დეპარტამენტის ხელმძღვანელი Shining Light Award-ის გამარჯვებულია

„მაკდონალდს საქართველოს“ IT დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ მღებრიშვილი, პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოს, Shining Light Award-ის გამარჯვებული გახდა. მან აღიარება სერვისის მიმართულებით მოიპოვა, რაც ქართული წარმომადგენლობისთვის უკვე მეოთხე გლობალური გამარჯვებაა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში.2025 წლის გამარჯვებულთა სიაში საქართველო ისეთი ქვეყნების გვერდით დასახელდა, როგორებიცაა ფინეთი, შვედეთი, საბერძნეთი, და სხვა. ნიკოლოზ მღებრიშვილი გუნდს 10 წლის წინ, ბრენდის ციფრული ტრანსფორმაციის პერიოდში შეუერთდა. მისი ხელმძღვანელობით საქართველოში არაერთი ინოვაციური პროექტი დაინერგა, მათ შორის: თვითმომსახურების კიოსკები; მობილური აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამები; მონაცემთა უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები; ოპერაციული სისტემების უწყვეტობის უზრუნველყოფა.საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, სადაც „მაკდონალდსის“ უახლესი ტექნოლოგიური გადაწყვეტები ინერგება, რაც მომხმარებლისთვის სწრაფ და კომფორტულ მომსახურებას განაპირობებს.„ხშირად „მაკდონალდსს“ მხოლოდ რესტორნად აღიქვამენ, თუმცა რეალობა გაცილებით მასშტაბურია. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალტექნოლოგიური პლატფორმაა. ჩემთვის ეს ჯილდო, პირველ რიგში, გაწეული შრომის დაფასებაა. თუმცა, ეს არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის წარმატება, ეს მთელი გუნდის გამარჯვებაა. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ საქართველოში დანერგილი სტანდარტები მსოფლიო მასშტაბით კონკურენტუნარიანია. ჩვენი მიზანია, გლობალური სტანდარტები არა მხოლოდ დავნერგოთ, არამედ მათი შესრულების უმაღლესი ხარისხი ვუზრუნველყოთ. საერთაშორისო აღიარება გვაძლევს მოტივაციას, კიდევ უფრო განვითარდეთ. ამბობს ნიკოლოზ მღებრიშვილი„მაკდონალდს საქართველოსთვის“ Shining Light Award 2025-ისრიგით მეოთხე ჯილდოა. “მაკდონალდს საქართველოს” თანამშრომლები Shining Light Award-ის სხვადასხვა წლების გამარჯვებულები არიან:● 2020 წელი: ბექა სტურუა● 2022 წელი: ეკატერინე ებრალიძე● 2023 წელი: მარიამ ლაზარაშვილი● 2025 წელი: ნიკოლოზ მღებრიშვილიShining Light Award 2020 წელს დაფუძნდა და მისი მიზანია, მსოფლიოს მასშტაბით, აღიაროს, „მაკდონალდსის“ კორპორაციის ის თანამშრომლები, რომლებმაც საკუთარიშედეგებითა და მიღწევებით განსაკუთრებული წვლილიშეიტანეს სისტემის წარმატებაში.