
“4 წელია, მათხოვრად გადავიქეცი, რომ ერთი თუ მეორე შვილი ვაცოცხლო. […] ამ ანგარიშების გაუქმებით ჩემი შვილი ვეღარ წავა საზღვარგარეთ ვიზიტებზე, რომლებსაც სახელმწიფო, ჯანდაცვის სამინისტრო და ექიმები, კონსილიუმების მერე გამომიწერენ – ეს ჩემი სურვილი არ არის. როცა მძიმდება, ჟანგბადსაც არ აწვდიან, იმიტომ, რომ აუტისტური სპექტრი აქვს. ორჯერ არ მიიღო კლინიკამ ამის გამო. მოკლედ, გაწირეს ჩემი ოჯახი. მე თუ ანგარიშები არ მექნება და მალე ჩემი შვილი წასაყვანია საზღვარგარეთ და ამას დაადასტურებს კლინიკა, ვერ წავიყვან, იმიტომ, რომ ვერ დავდებ ანგარიშის ნომრებს, იმიტომ, რომ აღარ მაქვს. ერთადერთი, დამრჩა პასპორტი და ალბათ იმასაც გამიუქმებენ. […] ვიწყებ შიმშილობას იქამდე, სანამ არ დამჭირდება მათხოვრობა Facebook-ით და ჩემს შვილს გაუხდება პენსია 1 500 ლარი. ჩემს შვილს არც ეს თანხა არ ყოფნის საკვებად. სანამ არ შემუშავდება პროტოკოლი იმ დაავადების, რომელიც ჩემს შვილს აქვს, და სანამ არ აიღებს სახელმწიფო თავის თავზე ყველა ხარჯს, როცა მეტყვის, რომ უნდა წავიყვანო საზღვარგარეთ, მე დავტოვებ სიცოცხლეს აქ. მე თუ რამე დამემართა, გთხოვთ, ჩემი არც ერთი შვილი არ მიატოვოთ” | თქვა იარაჯულმა