ვახტანგ გომელაური: მიმდინარე წელს, დამატებით იგეგმება 31 ერთეული სახანძრო ავტომობილისა და 15 ერთეული სწრაფმავალი კატარღის შესყიდვა

ვახტანგ გომელაური: მიმდინარე წელს, დამატებით იგეგმება 31 ერთეული სახანძრო ავტომობილისა და 15 ერთეული სწრაფმავალი კატარღის შესყიდვა
შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საგანგებო და ექსტრემალური სიტუაციების მართვის მიმართულებით ისაუბრა. როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, გასულ წლებში განახლდა ინფრასტრუქტურა და მნიშვნელოვნად გაიზარდა დანაყოფის შესაძლებლობები. ასევე, ხელფასები გაუორმაგდათ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მყვინთავებს.
„აღნიშნული მიმართულებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აღიჭურვა ახალი, სხვადასხვა ტიპის ავტომობილებით. კერძოდ, ბოლო წლებში შეძენილი იქნა 45 ერთეული სახანძრო მანქანა, 4 ერთეული წყალზე სამაშველო კატარღა და 64 ერთეული სამაშველო სამსახურისთვის განკუთვნილი სპეცტექნიკა. გარდა ამისა, მიმდინარე წელს, დამატებით იგეგმება 31 ერთეული სახანძრო ავტომობილისა და 15 ერთეული სწრაფმავალი კატარღის შესყიდვა. ამასთან, გასულ წლებში განახლდა ინფრასტრუქტურა და მნიშვნელოვნად გაიზარდა დანაყოფის შესაძლებლობები. ხელფასები გაუორმაგდათ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მყვინთავებს. მოხდა მეხანძრე-მაშველების კვებით უზრუნველყოფა”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ მეტრეველი ბერდია სიჭინავას: ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ხუმრობა არც პოლიტიკური კრიტიკაა და არც “ქართულ ჯიგრულ პონტში” ჯდება – კარგად იცი, შარმანაშვილი რთულ დაავადებას ებრძვის. განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები შეიძლება გვქონდეს, მაგრამ ადამიანობა ყველასთვის ერთი სტანდარტი უნდა იყოს