ვახტანგ გომელაური: ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს დანაშაულის პრევენციას და შემდგომში მის აღკვეთას

ვახტანგ გომელაური: ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს დანაშაულის პრევენციას და შემდგომში მის აღკვეთას
შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში აქტიურად მიმდინარეობს ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის განვითარება.
მისი თქმით, გასულ წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ტერიტორიული ერთეული 94 ანალიტიკოსით დაკომპლექტდა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროში აქტიურად მიმდინარეობს ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის განვითარება. ქვეყნის მასშტაბით, გასულ წელს, სამინისტროს ყველა ტერიტორიული ერთეული 94 ანალიტიკოსით დაკომპლექტდა. ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს დანაშაულის პრევენციას და შემდგომში მის აღკვეთას, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფს დანაშაულის შემცირებას“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ მეტრეველი ბერდია სიჭინავას: ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ხუმრობა არც პოლიტიკური კრიტიკაა და არც “ქართულ ჯიგრულ პონტში” ჯდება – კარგად იცი, შარმანაშვილი რთულ დაავადებას ებრძვის. განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები შეიძლება გვქონდეს, მაგრამ ადამიანობა ყველასთვის ერთი სტანდარტი უნდა იყოს