“ჩემი ქმარი მუშაობდა და არ მისცეს თანხა. მაინც გამოდის და ყარაულობს”

“ჩემი ქმარი მუშაობდა და არ მისცეს თანხა. მაინც გამოდის და ყარაულობს, აგერ წვიმა დასდის ზედ და ინგრევა. გადაეფარებინათ მაინც, ხომ ცოდოა. რომ ვუყურებ მეტირება” – ამბობს ადგილობრივი მცხოვრები.
📌 ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისის საბავშვო ბაღის მშენებლობაზე 574 000 ლარი დაიხარჯა, თუმცა იქ მომუშავე პერსონალს ანაზღაურება არ მიუღია.
📌 კომპანია „იკორთა 2007“-მა საბავშვო ბაღის მშენებლობა 2023 წელს დაიწყო, მაგრამ პროექტი მიატოვა. დამკვეთი მუნიციპალური განვითარების ფონდია. ფონდმა კომპანია შავ სიაში 2026 წლის იანვარში შეიყვანა და უკვე გადარიცხული თანხიდან უკან დაახლოებით 80 000 ლარს ითხოვს.