ივანიშვილის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ, მიხეილ ყაველაშვილის განკარგულების მიხედვით, მამუკა მდინარაძეს ამჯერად სუს-ის გენერალ–მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიანიჭა – ყაველაშვილმა კობახიძის მთავრობის კაბინეტს შესაბამისი განკარგულებით 20 აპრილს მიმართა.
“საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 7³ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად:
ა) მოწონებულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის 2026 წლის 20 აპრილის №20/04/01 განკარგულება “მამუკა მდინარაძისათვის სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ–მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდების მინიჭების შესახებ”;
ბ) განხორციელდეს ამ განკარგულების “ა” ქვეპუნქტში მითითებული საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების თანახელმოწერა”. – წერია ივანიშვილის მთავრობის განკარგულებაში.
სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უმაღლესი სპეციალური წოდებებიდან მდინარაძეს მხოლოდ ორი წოდება დარჩა მისაღები – გენერალ-ლეიტენანტი, გენერალ-პოლკოვნიკი.
ბოლო 5 თვეში მდინარაძეს 5 სპეციალური წოდება მიენიჭა ვადამდე.
კობახიძემ მდინარაძეს ვადამდე მიანიჭა სუს-ის პოლკოვნიკის სპეციალური წოდებაც
ივანიშვილის წარმომადგენლის, ირაკლი კობახიძის 9 მარტის ბრძანებით, ივანიშვილის სუს-ის უფროსს, მამუკა მდინარაძეს სუს-ის ვიცე-პოლკოვნიკის წოდება ვადამდე მიენიჭა – 1 თვის შემდეგ, კობახიძის 8 აპრილის ბრძანებით კი მან მორიგი უფროსი სპეციალური წოდება მიიღო ვადამდე – მდინარაძე ამიერიდან “სახელმწიფო უსაფრთხოების პოლკოვნიკი” გახდა.
კობახიძემ მდინარაძეს ვადამდე მიანიჭა სუს-ის ვიცე-პოლკოვნიკის სპეციალური წოდება
შეგახსენებთ, 2025 წლის 25 დეკემბერს კობახიძემ ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვით, ივანიშვილის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსს, მამუკა მდინარაძეს “სახელმწიფო უსაფრთხოების კაპიტნის” წოდება მიანიჭა.
მეორე დღეს, 26 დეკემბერს გამოცემული ბრძანების თანახმად, მდინარაძეს “სახელმწიფო უსაფრთხოების მაიორის” წოდებაც მიენიჭა.
კობახიძემ მდინარაძეს ორ დღეში ორი სპეციალური წოდება მიანიჭა