იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი წერს, თუ რა საკითხები განიხილეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოსთან მიმართებით.
“ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს საქართველოს საკითხი განიხილეს. შეხვედრაზე სანქციებთან დაკავშირებით წინსვლა არ ყოფილა. ევროკავშირში არსებობს ინიციატივა, რომ პირველი ნაბიჯის სახით დაიწყოს საქართველოსთან ადამიანის უფლებების საკითხზე დიალოგი.
სამომავლო პროგრესისთვის კი საქართველოს მოუწევს:
შეწყვიტოს ევროკავშირის მიმართ აგრესიული რიტორიკა
შეწყვიტოს ოპოზიციის შევიწროება
გადახედოს სამოქალაქო საზოგადოების შესახებ კანონმდებლობას”, – წერს ის.
foreign ministers discussed  today. no movement on sanctions in the room. there is a  push to do human rights dialogue with  as a first step. for anything further  has to – stop aggressive language against – stop harassing opposition- revisit CSO legislation— Rikard Jozwiak (@RikardJozwiak) April 21, 2026