ჩილეში ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 112-მდე გაიზარდა. ქვეყნის პრეზიდენტის, გაბრიელ ბორიჩის შეფასებით, ჩილე 2010 წლის მიწისძვრის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კატასტროფის წინაშე დგას.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ასობით ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება და სავარაუდოდ, მსხვერპლი კიდევ უფრო გაიზრდება.
2 და 3 თებერვლის განმავლობაში ხანძრებით დაზიანებული ტერიტორიის ზომა 30 000 ჰექტრიდან 43 000 ჰექტრამდე გაიზარდა და ტურისტებში პოპულარულ სანაპირო ქალაქებს, ვინა დელ მარსა და ვალპარაისოს მიაღწია.
ხელისუფლების ცნობით, მეხანძრეები და სამაშველო ჯგუფები ხანძრის კერებს ამ დრომდე ებრძვიან.
ჩილე პრეზიდენტმა ქვეყნის მასშტაბით 2-დღიანი გლოვა გამოაცხადა.