მიხეილ სარჯველაძე: “დიუშენის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე მედიკამენტი დღეს მსოფლიოში არ არსებობს”
5
წაკითხვა
მიხეილ სარჯველაძე კანცელარიასთან დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლების პროტესტს ცოტა ხნის წინ ჯანდაცვის უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა. მისი თქმით, “საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად გაგზავნილია ცვლილების პროექტი, რომლის შედეგადაც, ზოგიერთ სხვა იშვიათ დაავადებებთან ერთად დიუშენის პაციენტებსაც გაუფართოვდებათ ამბულატორიული, სტაციონარული თუ კვლევითი მომსახურება”.
“უკანასკნელ დღეებში, განსაკუთრებული ყურადღების საგნად იქცა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მკურნალობასთან დაკავშირებული საკითხები. ეს უმძიმესი დაავადება უკვე დიდი ხანია რაც ჩვენი სამინისტროს ყურადღების ცენტრშია და მიმდინარეობს მუშაობა იმ საკითხების შესასწავლად, რაც აუცილებელია ამ თემაზე გადაწყვეტილებების მისაღებად. ეს არის მედიკამენტის უსაფრთხოება და მედიკამენტის ეფექტიანობა. მიუხედავად იმისა, რომ თავად პაციენტების ინტერესებიდან გამომდინარე, ეს არ არის საკითხი, რომელზეც გამართლებულია ღიად და საჯაროდ საუბარი, ჩვენ მაინც მიგვაჩნია ვალდებულებად, რომ საკითხის ირგვლივ საზოგადოებას საჯაროდ მივაწოდოთ ინფორმაცია. მივაწოდოთ ინფორმაცია იმ დროს, როცა თემის ირგვლივ გახშირდა საკითხის პოლიტიზების მიზნით ე.წ. ჯანდაცვის სპეციალისტებისა და პოლიტიკოსების განზრახ ან მართლაც დილეტანტობითა და არაკვალიფიციურობით გამოწვეული მცდარი შეხედულებების ტირაჟირება, რომლის პოპულარიზაციაზეც ზრუნავენ პოლიტიკურად ან კომერციულად მიკერძოებული სუბიექტები. ჩვენ ყველაფრის ღიად თქმისგან შეგნებულად კვლავ შევიკავებთ თავს.აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ამ თემაზე გამართულ ერთ-ერთ ბოლოდროინდელ შეხვედრაზე დაფიქსირებული ხისტი პოზიციისა: “ან წამალი, ან არაფერი”, ჩვენ უწყვეტად განვაგრძობთ მუშაობას პაციენტთა ნაწილთან და მათი ოჯახის წევრებთან, ვისთვისაც აღნიშნულს მიღმაც მნიშვნელოვანია სხვა ყოველდღიური საჭიროებები. ვემუშავებით ასევე დარგის სპეციალისტებს. სამინისტრო ინტენსიურად გააგრძელებს ამ მუშაობას და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას მკურნალობის ეფექტიანობის გასაზრდელად და ყველა სხვა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ამიერად საზოგადოებას პერმანენტულად მივაწვდით ინფორმაციას ნებისმიერი სიახლის შესახებ. ამრიგად, საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად გაგზავნილია ცვლილების პროექტი, რომლის შედეგადაც ზოგიერთ სხვა იშვიათ დაავადებებთან ერთად, დიუშენის პაციენტებსაც გაუფართოვდებათ ამბულატორიული, სტაციონარული თუ კვლევითი მომსახურება.დიუშენის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე მედიკამენტი დღეს მსოფლიოში არ არსებობს. არსებობს მხოლოდ მედიკამენტები, რომელსაც აქვს პრეტენზია დაავადების მიმდინარეობის ისეთ შენელებაზე, რითაც ეტლის საჭიროების ასაკი შეიძლება გადავადდეს ერთიდან სამ წლამდე,” — განაცხადა სარჯველაძემ.
სარჯველაძის განცხადებით, “მოთხოვნა წამოყენებულია წამლებზე, რომელთა ფუნქციაა არა განკურნება, ან სიცოცხლის გახანგრძლივება, არამედ ის, რომ გადაავადოს ეტლის საჭიროება. ესეც მნიშვნელოვანი შედეგი იქნებოდა, რომ არ არსებობდეს კითხვები მისი ეფექტიანობის შესახებ”.
“მოთხოვნა წამოყენებულია მედიკამენტებზე, რომელთა ფუნქციაც არის არა სიცოცხლის გადარჩენა, არა განკურნება, არც სიცოცხლის გახანგრძლივება (ასეთი ფუნქციის მქონე მედიკამენტების გამოჩენას ყველა ველოდებით და ვგულშემატკივრობთ), არამედ ამ მედიკამენტების ფუნქცია არის მხოლოდ ის, ოღონდ აქაც კითხვის ნიშნებია, რომ გადაავადოს ეტლის საჭიროება. ესეც მნიშვნელოვანი შედეგი იქნებოდა, რომ არ არსებობდეს კითხვები მისი ეფექტიანობის და უსაფრთხოების შესახებ, მაგრამ არ იქნება სწორი, რომ ამ მედიკამენტებზე გვქონდეს არასწორი მოლოდინი, რომ მას შეუძლია განკურნება ან სიცოცხლის გახანგრძლივება. აქვე აღვნიშნავთ, რომ ეტლის საჭიროების გადავადებისთვის და უფრო მეტიც, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის გასაზრდელად დადასტურებულად დადებითი ფუნქცია აქვს ე.წ. კორტიკოსტეროიდებს, რომელიც უკვე გათვალისწინებულია სახელმწიფო პროგრამით, ევროპის წამყვანი სახელმწიფოების მსგავსად, სრულად ფინანსდება და მის უსაფრთხოებასთან და ეფექტურობასთან დაკავშირებით არ არსებობს კითხვის ნიშნები. სამწუხაროდ, სამუშაო გვაქვს იმაზე, რომ ამ მედიკამენტების გამოყენება რეალურად ხორციელდებოდეს, სადაც რეალურად არსებობს მნიშვნელოვანი გამოწვევები. ამრიგად, სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას, როგორც მედიკამენტების უსაფრთხოების და ეფექტიანობის შესწავლის მიმართულებით, ისე ყველა სხვა საჭიროებაზე რეაგირების მიმართულებით და ეს ეხება არა მხოლოდ ამ კონკრეტულ დაავადებას, არამედ პარალელურად გრძელდება მუშაობა სხვა იშვიათ თუ არაიშვიათ დაავადებასთან ბრძოლის მიმართულებით, იქნება ეს ონკოლოგია, გაფანტული სკლეროზი თუ ნებისმიერი სხვა. პასუხების პოვნის იმედი აქვს განვითარებულ და ფინანსურად ბევრად მძლავრ სახელმწიფოებსაც, რომლებიც ამ დრომდე ასევე თავს იკავებენ ამ მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსებისგან, ამ კითხვებზე პასუხების საჭიროების გამო იკავებენ თავს ევროპული სახელმწიფოები ამ დრომდე და არა იმის გამო, რომ, მაგალითად, რომელიმე სკანდინავიურ სახელმწიფოს ემპათია აკლია ან ენანება ერთ პაციენტზე წლიურად თუ საშუალოდ 2,5 მილიონის წამლის დაფინანსება. და ბოლოს, არიან ევროპული სახელმწიფოები, რომლებიც არიან საქართველოზე ბევრად მძლავრი, ვეებერთელა ფინანსური შესაძლებლობებით, ბევრად დაწინაურებული ჯანდაცვის სისტემებით, მაგალითად, ნორვეგია იქნება ეს, ლუქსემბურგი, პორტუგალია, ნიდერლანდები, ლიხტენშტაინი, არ არის სწორი და ლოგიკური, რომ დავსვათ რიტორიკული კითხვა, ამ სახელმწიფოებს რა მიზეზით არ აქვთ ამ დრომდე შეტანილი საკუთარ ჯანდაცვის პროგრამაში ამ მედიკამენტების დაფინანსება?! ეს საკითხია, რომლის გამოკვლევაზე და შესწავლაზე მუშაობს ჩვენი ქვეყანა,” — განაცხადა სარჯველაძემ.
კანცელარიასთან მყოფი დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები მიხეილ სარჯველაძის განცხადებას გამოეხმაურნენ.
“სარჯველაძის გამოსვლა იყო სასირცხვილო. არც ერთი წამალი არ აღიარა, რაც ევროპაში დამტკიცებულია — ყველა ფატალურ შედეგს იწვევსო.[…]ჩვენ ფაქტები გვაქვს, დამამტკიცებელი ადამიანები გვყავს უცხოეთში, რომლებმაც მიიღეს სამივე სხვადასხვა მედიკამენტი, სამივე სხვადასხვა ქვეყანაში. არ ვიცი საიდან აქვთ ეს ცრუ ინფორმაცია, რომ ამბობს წამლები არაფრად ვარგა და ფატალურ შედეგს იწვევს. რა ფატალური შედეგი? დაავადება გვკლავს ნელ-ნელა. გაგიჟებულები ვართ ამ განცხადების შემდეგ მშობლები”, — განაცხადა პაციენტის მშობელმა, ეკა მაჭანკალაძემ NEWS.On.ge-თან საუბრისას.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებმა გუშინ ღამე მთავრობის კანცელარიასთან გაათენეს. ისინი სახელმწიფოსგან მედიკამენტის უზრუნველყოფას სთხოვენ.
მანამდე, მათ ყოველ ორშაბათს 17:00 საათზე მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქციები დააანონსეს.
კომენტარები
გადახედვა
მიხეილ სარჯველაძე: “დიუშენის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე მედიკამენტი დღეს მსოფლიოში არ არსებობს”
18 წუთის წინ
მიხეილ სარჯველაძე: “დიუშენის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე მედიკამენტი დღეს მსოფლიოში არ არსებობს”
ქვიზი: გამოიცანი ქართული ფილმი ერთი კადრით (რთული ვერსია)
34 წუთის წინ
ქვიზი: გამოიცანი ქართული ფილმი ერთი კადრით (რთული ვერსია)
არქი #1 დეველოპერული საქართველოში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის ოქროს სპონსორია
38 წუთის წინ
არქი #1 დეველოპერული საქართველოში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის ოქროს სპონსორია
ციფრული ტრანსფორმაციის პრაქტიკული შედეგები: როგორ ცვლის თეგეტა ჰოლდინგი იურიდიულ პროცესებს Lawformer-თან პარტნიორობით
ერთი საათის წინ
ციფრული ტრანსფორმაციის პრაქტიკული შედეგები: როგორ ცვლის თეგეტა ჰოლდინგი იურიდიულ პროცესებს Lawformer-თან პარტნიორობით
გადახედვა
სანდრო ურუშაძე: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მკურნალობის დაფინანსება საქართველოსთვის არა ფინანსური, არამედ პრიორიტეტების საკითხია
ერთი საათის წინ
სანდრო ურუშაძე: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მკურნალობის დაფინანსება საქართველოსთვის არა ფინანსური, არამედ პრიორიტეტების საკითხია
როგორ ეხმარება AI კონტენტ კრეატორს შემოქმედებით პროცესში
ერთი საათის წინ
როგორ ეხმარება AI კონტენტ კრეატორს შემოქმედებით პროცესში
მთა ხარ შენ — გარდასახვა თვითსაბოტაჟიდან თვითფლობამდე
2 საათის წინ
მთა ხარ შენ — გარდასახვა თვითსაბოტაჟიდან თვითფლობამდე
გადახედვა
აშშ-ის კონგრესში კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციას სთხოვს, შეისწავლოს ჩინეთის და რუსეთის გავლენა საქართველოში
2 საათის წინ
აშშ-ის კონგრესში კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციას სთხოვს, შეისწავლოს ჩინეთის და რუსეთის გავლენა საქართველოში
გადახედვა
მეცნიერებმა ქარვაში 35 მილიონი წლის წინ გაქვავებული უცნაური ობობასნაირი აღმოაჩინეს
14 საათის წინ
მეცნიერებმა ქარვაში 35 მილიონი წლის წინ გაქვავებული უცნაური ობობასნაირი აღმოაჩინეს
გადახედვა
შექმნეს ბატარეა, რომელიც ელექტრომობილს 9 წუთში 90%-ით ტენის
17 საათის წინ
შექმნეს ბატარეა, რომელიც ელექტრომობილს 9 წუთში 90%-ით ტენის
გადახედვა
შექმნეს ცხვირის სპრეი, რომელმაც თაგვებში ტვინის დაბერება უკუაქცია
19 საათის წინ
შექმნეს ცხვირის სპრეი, რომელმაც თაგვებში ტვინის დაბერება უკუაქცია
გადახედვა
ირაკლი კობახიძე რუმენ რადევს ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
19 საათის წინ
ირაკლი კობახიძე რუმენ რადევს ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
Tegeta Comfort — დაზოგე დრო და შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
20 აპრილი, 13:38
Tegeta Comfort — დაზოგე დრო და შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
ქარჩხაძის გამომცემლობა თბილისის წიგნის ბაზრობაზე
20 აპრილი, 13:27
ქარჩხაძის გამომცემლობა თბილისის წიგნის ბაზრობაზე
იუპიტერის სინანული და ჯემალ ქარჩხაძის სხვა მოთხრობების ახალი კრებული
20 აპრილი, 13:15
იუპიტერის სინანული და ჯემალ ქარჩხაძის სხვა მოთხრობების ახალი კრებული
გადახედვა
ახლა, როცა დიქტატორი უკვე ღიად აპირებს თავისი შვილის პრემიერად დანიშვნას და დინასტიური მმართველობის ჩაბეტონებას, რა დროს წარსულის გარჩევებია?
20 აპრილი, 13:04
ახლა, როცა დიქტატორი უკვე ღიად აპირებს თავისი შვილის პრემიერად დანიშვნას და დინასტიური მმართველობის ჩაბეტონებას, რა დროს წარსულის გარჩევებია?
გადახედვა
სოსო ფხაკაძე: Trump Tower ხელს შეუწყობს ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას პრემიუმ უძრავი ქონების გლობალურ ბაზარზე
20 აპრილი, 12:41
სოსო ფხაკაძე: Trump Tower ხელს შეუწყობს ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას პრემიუმ უძრავი ქონების გლობალურ ბაზარზე
გადახედვა
Blue Origin-მა გამოყენებული რაკეტა ხელახლა გაუშვა და უკან წარმატებით დააბრუნა — ნახეთ
20 აპრილი, 12:29
Blue Origin-მა გამოყენებული რაკეტა ხელახლა გაუშვა და უკან წარმატებით დააბრუნა — ნახეთ
გადახედვა
ვინ და სად აშენებს Trump Tower-ს? — რა ვიცით პროექტზე
20 აპრილი, 12:23
ვინ და სად აშენებს Trump Tower-ს? — რა ვიცით პროექტზე
გადახედვა
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პარტიების აკრძალვის სარჩელისთვის ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა
20 აპრილი, 12:10
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პარტიების აკრძალვის სარჩელისთვის ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა
გადახედვა
ფეისბუქსა და ლინკდინზე 10-დან 9 ინგლისური პოსტი AI-ის დაწერილია — კვლევა
20 აპრილი, 12:00
ფეისბუქსა და ლინკდინზე 10-დან 9 ინგლისური პოსტი AI-ის დაწერილია — კვლევა
კვირის ტოპ-5
თურქეთში სკოლებზე თავდასხმის საქმეზე 67 პირი დააკავეს386 ნახვა
ალექს საპირი: დიდი პატივია, რომ ავაშენებ Trump Tower-ს იმ ქვეყანაში, სადაც ჩემი მშობლები დაიბადნენ და გაიზარდნენ345 ნახვა
თურქეთის სკოლაში 14 წლის მოზარდმა 9 ადამიანი მოკლა320 ნახვა
მოქალაქეებისთვის, ძირითადად პენსიონერებისთვის, ₾125 000-ის გამოძალვისთვის 2 პირი დააკავეს286 ნახვა
ლევან სანიკიძე: კი ცოტნე, მამაშენის დავალებით სცემდნენ ახალგაზრდებს საკუთარ სადარბაზოებთან, ამიტომ, მოდი დისკუსია საკუთარ სახლში გახსენი281 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
ჯანდაცვა
ზაქარია გვიშიანი: რეგისტრირებულ მედიკამენტზე ახლა იმის საუბარი, ეს ბავშვებს ხომ არ დააზიანებს, აბსურდულია
ზაქარია გვიშიანი: რეგისტრირებულ მედიკამენტზე ახლა იმის საუბარი, ეს ბავშვებს ხომ არ დააზიანებს, აბსურდულია
გადახედვა
პოლიტიკა
ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დიუშენის სამკურნალო პრეპარატი რისკის შემცველია
ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დიუშენის სამკურნალო პრეპარატი რისკის შემცველია
გადახედვა
პოლიტიკა
იმ პოლიტიკით, რომელსაც “ქართული ოცნება” ახორციელებს, ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა, შესაბამისად, მშვიდობას მოაქვს ინვესტიციები — კალაძე Trump Tower-ის პროექტზე
იმ პოლიტიკით, რომელსაც “ქართული ოცნება” ახორციელებს, ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა, შესაბამისად, მშვიდობას მოაქვს ინვესტიციები — კალაძე Trump Tower-ის პროექტზე
გადახედვა
მსოფლიო
ისრაელი ადასტურებს, რომ ირანი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე თავდასხმას გეგმავდა
ისრაელი ადასტურებს, რომ ირანი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე თავდასხმას გეგმავდა
გადახედვა
მსოფლიო
აშშ-ში კაცმა 8 ბავშვი მოკლა, მათგან 7 საკუთარი შვილი იყო
აშშ-ში კაცმა 8 ბავშვი მოკლა, მათგან 7 საკუთარი შვილი იყო
გადახედვა
სკოლა
მოძრაობა “ხმა” უფასო სასკოლო კვების დასანერგად ხელმოწერების შეგროვებას იწყებს
მოძრაობა “ხმა” უფასო სასკოლო კვების დასანერგად ხელმოწერების შეგროვებას იწყებს
ცხოვრების სტილი
რატომ ვგრძნობთ ფიზიკურ სიმსუბუქეს ტირილის შემდეგ?
რატომ ვგრძნობთ ფიზიკურ სიმსუბუქეს ტირილის შემდეგ?
გადახედვა
კონფლიქტები
მარნეულში პოლიციამ ბრალდებულის სახით 25 წლის კაცი დააკავა, რომელმაც მეზობელი ცივი იარაღით დაჭრა
მარნეულში პოლიციამ ბრალდებულის სახით 25 წლის კაცი დააკავა, რომელმაც მეზობელი ცივი იარაღით დაჭრა
გადახედვა
საზოგადოება
საია-მ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში დემონსტრანტების სისტემური წამების შემთხვევებზე სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი წარადგინა
საია-მ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში დემონსტრანტების სისტემური წამების შემთხვევებზე სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი წარადგინა
გადახედვა
ხელოვნება
10 წელიწადში AI ტიმოთი შალამეს პროფესიას აითვისებს, თუმცა ბალეტს ვერ ჩაანაცვლებს — შარლიზ ტერონი
10 წელიწადში AI ტიმოთი შალამეს პროფესიას აითვისებს, თუმცა ბალეტს ვერ ჩაანაცვლებს — შარლიზ ტერონი
ახლა კითხულობენ
გადახედვა
ჩინეთში დისიდენტი ხელოვანი მაო ძედუნის სატირული ქანდაკებების გამო გაასამართლეს
20 აპრილი, 09:57
69 წლის გაო ჯენი, რომელიც ბოლო წლებში ნიუ-იორკში ცხოვრობდა, 2024 წლის აგვისტოში ჩინეთში ოჯახური ვიზიტის დროს დააკავეს…
შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ასაკრძალი პარტიების სიას “ფედერალისტებიც” დაემატება
ძალადობამ ჩამოაყალიბა შარლიზ ტერონი, მაგრამ არ განსაზღვრავს მას — ინტერვიუ
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები მოგმართავთ, რომ შემოგვიერთდეთ ყოველ ორშაბათს 17:00-ზე სახელმწიფო კანცელარიის წინ
დენიელ რედკლიფმა ჰარი პოტერის ფილმები ერთმანეთს შეადარა და გაგვიმხილა, რომელია სიის ბოლოში