ფასიანი განთავსება
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ფოტო: თიბისი
8
წაკითხვა
განახლებული პროგნოზები:
უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია, და სტაბილური ლარი
აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაფორმებული შეთანხმება ოთხშაბათს იწურება. მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღესაა დაგეგმილი, თუმცა, ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების ფონზე, შეხვედრის გამართვის საკითხი ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშაა. შესაბამისად, გლობალურ ბაზრებზე განწყობები მერყევი რჩება. ჰორმუზის სრუტის გახსნასთან დაკავშირებით გაკეთებული თავდაპირველი განცხადების შემდეგ ბარელი ნავთობის ფასი 10%-ით დაეცა, თუმცა ორშაბათს ვაჭრობის განახლების შემდგომ კვლავ 95 აშშ დოლარამდე გაძვირდა. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა საზომით, ფიზიკური ბარელი ნავთობის რეალური ფასი, დაახლოებით, 30 აშშ დოლარით უფრო მაღალიცაა. იმავდროულად, გუშინ მცირედი გამყარების მიუხედავად, აშშ დოლარი, ფაქტობრივად, ესკალაციამდე ნიშნულს დაუბრუნდა — როგორც ევროსთან, ასევე ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან მიმართებაში, რაც ჩვენი პროგნოზების შესაბამისად, მიუთითებს, რომ ევრო-დოლარის წყვილზე მოქმედი საშუალო და გრძელვადიანი ფაქტორების კუთხით საერთო სურათი მეტწილად უცვლელია. საშინაო და საგარეო ტენდენციების ერთობლიობის გათვალისწინებით, თიბისი კაპიტალი საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 2026 წლისთვის 4.5%-დან 6.1%-მდე ზრდის:
ა) მოსალოდნელია, რომ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი შედარებით მოკლე ვადაში დასრულდება, ტურიზმზე ნეგატიური ეფექტი კი, გარკვეულწილად, სასაქონლო პროდუქტების ექსპორტის, ასევე პოტენციურად მიგრაციის ეფექტისა და ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნებიდან მოთხოვნის ზრდით დაბალანსდება. ბ) საქსტატის მიერ გამოქვეყნებული თებერვლის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება მოსალოდნელზე მაღალია. გ) პროგნოზის გაზრდის შედარებით ყველაზე წონადი ფაქტორი. ადრინდელი მოლოდინებისგან განსხვავებით, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე შედარებით ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინაში ომი მოკლე ვადაში დასრულდება. ამდენად, ომის შემდგომი სავალუტო ნაკადების ნაწილობრივ პოტენციური გადინების გადავადება საქართველოში უფრო მაღალი ზრდის არგუმენტია.
რაც შეეხება უახლეს მონაცემებს, რეზიდენტების უნაღდო დანახარჯები მარტსა და აპრილის პირველ ნახევარში თებერვალზე მცირედით მაღალია, მაგრამ არარეზიდენტების ხარჯებში, რომლებიც ტურიზმიდან შემოსავლების პროგნოზირებისთვის გამოიყენება, ბოლო ორ თვეში მნიშვნელოვანი შენელება იკვეთება. იმავდროულად, მარტის შემდგომ დაბალი რჩება საქართველოს აეროპორტებში ფრენების რაოდენობა, განსაკუთრებით ბათუმში, თუმცა ბოლო დღეებში თბილისში გარკვეულწილად მატებაც შეინიშნება. საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა (კვარტალური მონაცემები)
პირველ კვარტალში წლიურად თითქმის არ შეცვლილა — 1.2 მილიონი (-0.2%). ვინაიდან, იანვარსა და თებერვალში, წინასწარი შეფასებით, ტურიზმიდან შემოსავლები საკმაოდ მაღალი იყო, აღნიშნული დინამიკა მარტში შესამჩნევ კლებაზე მიუთითებს. გეოგრაფიულ ჭრილში, მოთხოვნის ძლიერი ზრდა დაფიქსირდა ევროპიდან და ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკიდან, რამაც დიდწილად დააბალანსა შემცირებული ვიზიტები ახლო აღმოსავლეთიდან, სამხრეთ აზიიდან და აფრიკის გარკვეული ქვეყნებიდან. მნიშვნელოვან შეკითხვად რჩება მიმდინარე მოვლენების გავლენა რეგიონს მიღმა ქვეყნებიდან ვიზიტებზე, განსაკუთრებით კონფლიქტის გახანგრძლივების შემთხვევაში. თუმცა, მიუხედავად სტუმარ-მასპინძლობის სექტორში შენელებისა, წმინდა სავალუტო შემოდინებების ყოველთვიური საზომი, რომელიც საქონლით ვაჭრობას, ფულად გზავნილებსა და ტურიზმიდან შემოსავლებს აერთიანებს, მარტში მხოლოდ მცირედით გაუარესდა. საქონლის ექსპორტი წლიურად 24%-ით გაიზარდა, სასაქონლო პროდუქტებზე მაღალი ფასების ფონზე, ჩვენი პროგნოზის შესაბამისად, ხოლო იმპორტი — 4.7%-ით. იმავდროულად, წლიურად 10%-ით მოიმატა ფულადმა გზავნილებმა. მათ შორის 25%-ით გაიზარდა ჩარიცხვები ისრაელიდან, მაშინ როდესაც ახლო აღმოსავლეთის ესკალაციამდე, იანვარ-თებერვალში, ეს მაჩვენებელი 16%-ს შეადგენდა. ლარის გაცვლითი კურსი, რომელიც მარტის დასაწყისში დეპოზიტების კონვერტაციების ფონზე გაუფასურდა, აპრილში უმნიშვნელოდ, თუმცა მაინც მყარდება, რაც მოლოდინებთან თანხვედრაშია და მიუთითებს, რომ სავალუტო შემოდინებების სხვა წყაროები, გარდა ტურიზმისა, მაღალ ნიშნულზე რჩება. ვინაიდან მოსალოდნელია, რომ ინფლაციური ზეწოლა წლის განმავლობაში გაძლიერდება, მათ შორის კონფლიქტის შედარებით სწრაფად დასრულების სცენარშიც, ჩვენი შეფასებით, ეს ლარის მოკლევადიან პროგნოზზე გამყარების მიმართულებით იმოქმედებს. საპირისპიროდ, გასათვალისწინებელია წლიურ ჭრილში საგარეო ბალანსის მცირედი, თუმცა მაინც მოსალოდნელი გაუარესება. ამდენად, განახლებული პროგნოზით, წლის განმავლობაში ლარი, დაახლოებით, არსებულ ნიშნულთან ახლოს შენარჩუნდება. და ბოლოს, წლიური ინფლაცია თებერვლის 4.6%-დან მარტში 4.3%-მდე შენელდა, თუმცა, აღნიშნული მნიშვნელოვნად არის განპირობებული პურის ფასებთან დაკავშირებული საბაზო ეფექტებით, რაც აპრილშიც გაგრძელდება. ჯამურად, პურის ფასის შარშანდელი ზრდის ეფექტი ინფლაციაზე ჯერ კიდევ 0.6 პროცენტული პუნქტი რჩება, რაც წლის განმავლობაში ამოიწურება. საყურადღებოა, რომ სეზონურად შესწორებული და გაწლიურებული თვიური ინფლაცია, რომელიც ამ საბაზო ეფექტებს გამორიცხავს, 8.6%-მდე აჩქარდა. იმავე მაჩვენებელმა იმპორტული ინფლაციისთვის 10.4%-ს მიაღწია, საწვავის ფასების ზრდის ფონზე, რაც 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. აპრილში საწვავის ფასების დამატებითი ზრდა, ქვეყნის შიგნით ელექტროენერგიის ტარიფისა და გლობალურად საკვებზე, სასუქებსა და ტრანსპორტირებაზე ხარჯების ზრდასთან ერთად, ინფლაციურ ზეწოლას გააძლიერებს. თიბისი კაპიტალის პროგნოზით, წლიური ინფლაცია დეკემბერში 5.6%-ს მიაღწევს, რაც იანვრის პროგნოზზე 2 პროცენტული პუნქტით მეტია. საბაზო სცენარით, სასაქონლო პროდუქციაზე ფასები თანდათან შემცირდება, თუმცა კონფლიქტამდე ნიშნულებზე ზემოთ დარჩება. კერძოდ, მაგალითად, ნავთობის ფასი, წლის ბოლოსთვის, დაახლოებით, 80 აშშ დოლარს გაუტოლდება. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ რეფინანსირების განაკვეთი წლის განმავლობაში უცვლელად, 8%-ზე შენარჩუნდება, იმ დაშვებით, რომ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია არ მოხდება.
კომენტარები
გატესტე სელფი მეორე ნომრად და გამოცადე გაუმჯობესებული ქსელი
23 წუთის წინ
გატესტე სელფი მეორე ნომრად და გამოცადე გაუმჯობესებული ქსელი
გადახედვა
კნავილის და ყეფის იმიტაციის გამო ავიაპილოტების მიმართ გამოძიება დაიწყო
38 წუთის წინ
კნავილის და ყეფის იმიტაციის გამო ავიაპილოტების მიმართ გამოძიება დაიწყო
გადახედვა
მარნეულში ფიზიკური დაპირისპირებისას 11 პირი დააკავეს — კიდევ ერთს, რომელმაც ადამიანი დაჭრა, ეძებენ
40 წუთის წინ
მარნეულში ფიზიკური დაპირისპირებისას 11 პირი დააკავეს — კიდევ ერთს, რომელმაც ადამიანი დაჭრა, ეძებენ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
41 წუთის წინ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გადახედვა
დღეს, 21 აპრილს, ლუქსემბურგში EU-ს საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ
49 წუთის წინ
დღეს, 21 აპრილს, ლუქსემბურგში EU-ს საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ
გადახედვა
Amnesty International-ის წლიური ანგარიშის მიხედვით საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა საგანგაშოდ გაუარესდა
ერთი საათის წინ
Amnesty International-ის წლიური ანგარიშის მიხედვით საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა საგანგაშოდ გაუარესდა
გადახედვა
მიხეილ სარჯველაძე: “დიუშენის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე მედიკამენტი დღეს მსოფლიოში არ არსებობს”
ერთი საათის წინ
მიხეილ სარჯველაძე: “დიუშენის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე მედიკამენტი დღეს მსოფლიოში არ არსებობს”
არქი #1 დეველოპერული საქართველოში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის ოქროს სპონსორია
ერთი საათის წინ
არქი #1 დეველოპერული საქართველოში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის ოქროს სპონსორია
გადახედვა
შსს: ძარცვის ფაქტებზე წარსულში ნასამართლევი 2009 წელს დაბადებული პირი დააკავეს
2 საათის წინ
შსს: ძარცვის ფაქტებზე წარსულში ნასამართლევი 2009 წელს დაბადებული პირი დააკავეს
გადახედვა
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო: სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე
2 საათის წინ
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო: სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე
ციფრული ტრანსფორმაციის პრაქტიკული შედეგები: როგორ ცვლის თეგეტა ჰოლდინგი იურიდიულ პროცესებს Lawformer-თან პარტნიორობით
2 საათის წინ
ციფრული ტრანსფორმაციის პრაქტიკული შედეგები: როგორ ცვლის თეგეტა ჰოლდინგი იურიდიულ პროცესებს Lawformer-თან პარტნიორობით
გადახედვა
სანდრო ურუშაძე: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მკურნალობის დაფინანსება საქართველოსთვის არა ფინანსური, არამედ პრიორიტეტების საკითხია
2 საათის წინ
სანდრო ურუშაძე: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მკურნალობის დაფინანსება საქართველოსთვის არა ფინანსური, არამედ პრიორიტეტების საკითხია
როგორ ეხმარება AI კონტენტ კრეატორს შემოქმედებით პროცესში
2 საათის წინ
როგორ ეხმარება AI კონტენტ კრეატორს შემოქმედებით პროცესში
გადახედვა
აშშ-ის კონგრესში კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციას სთხოვს, შეისწავლოს ჩინეთის და რუსეთის გავლენა საქართველოში
3 საათის წინ
აშშ-ის კონგრესში კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციას სთხოვს, შეისწავლოს ჩინეთის და რუსეთის გავლენა საქართველოში
გადახედვა
მეცნიერებმა ქარვაში 35 მილიონი წლის წინ გაქვავებული უცნაური ობობასნაირი აღმოაჩინეს
15 საათის წინ
მეცნიერებმა ქარვაში 35 მილიონი წლის წინ გაქვავებული უცნაური ობობასნაირი აღმოაჩინეს
გადახედვა
შექმნეს ბატარეა, რომელიც ელექტრომობილს 9 წუთში 90%-ით ტენის
18 საათის წინ
შექმნეს ბატარეა, რომელიც ელექტრომობილს 9 წუთში 90%-ით ტენის
გადახედვა
შექმნეს ცხვირის სპრეი, რომელმაც თაგვებში ტვინის დაბერება უკუაქცია
20 აპრილი, 14:14
შექმნეს ცხვირის სპრეი, რომელმაც თაგვებში ტვინის დაბერება უკუაქცია
გადახედვა
ალექს საპირი: დიდი პატივია, რომ ავაშენებ Trump Tower-ს იმ ქვეყანაში, სადაც ჩემი მშობლები დაიბადნენ და გაიზარდნენ
20 აპრილი, 14:07
ალექს საპირი: დიდი პატივია, რომ ავაშენებ Trump Tower-ს იმ ქვეყანაში, სადაც ჩემი მშობლები დაიბადნენ და გაიზარდნენ
გადახედვა
ირაკლი კობახიძე რუმენ რადევს ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
20 აპრილი, 14:02
ირაკლი კობახიძე რუმენ რადევს ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
გადახედვა
ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში ექსპრეზიდენტ რუმენ რადევის პარტიამ გაიმარჯვა
20 აპრილი, 13:47
ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში ექსპრეზიდენტ რუმენ რადევის პარტიამ გაიმარჯვა
გადახედვა
9-თვიანი ვადა გასდით სარჩელზე და ან უნდა აკრძალონ პარტიები ან რამე ახალი მოიფიქრონ და ვადა გადაიგრძელეს — თამარ ჩერგოლეიშვილი “ფედერალისტების” აკრძალვაზე
20 აპრილი, 13:45
9-თვიანი ვადა გასდით სარჩელზე და ან უნდა აკრძალონ პარტიები ან რამე ახალი მოიფიქრონ და ვადა გადაიგრძელეს — თამარ ჩერგოლეიშვილი “ფედერალისტების” აკრძალვაზე
კვირის ტოპ-5
ქვიზი: გამოიცანი ქართული ფილმი სუფრით10753 ნახვა
ქვიზი: გამოიცანი, რა ღირს საკვები პროდუქტი7441 ნახვა
მილიონ დოლარად შეფასებული პიკასოს ნახატი სულ რაღაც $116-ად გაიყიდება3339 ნახვა
შეავსე ქვიზი და გაიგე, Palitra L-ის რომელი ახალი საკითხავი დაგხვდება თბილისის წიგნის ბაზრობაზე2567 ნახვა
ნახეთ — ზოოპარკში მცხოვრები მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული გორილა 69 წლის გახდა1491 ნახვა
გირჩევთ
საზოგადოება
Tegeta Comfort — დაზოგე დრო და შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
Tegeta Comfort — დაზოგე დრო და შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
გადახედვა
ტერორიზმი
“ისლამური სახელმწიფოს” წევრობის ბრალდებით ბათუმში ორი პირი დააკავეს
“ისლამური სახელმწიფოს” წევრობის ბრალდებით ბათუმში ორი პირი დააკავეს
საზოგადოება
იუპიტერის სინანული და ჯემალ ქარჩხაძის სხვა მოთხრობების ახალი კრებული
იუპიტერის სინანული და ჯემალ ქარჩხაძის სხვა მოთხრობების ახალი კრებული
გადახედვა
პოლიტიკა
ახლა, როცა დიქტატორი უკვე ღიად აპირებს თავისი შვილის პრემიერად დანიშვნას და დინასტიური მმართველობის ჩაბეტონებას, რა დროს წარსულის გარჩევებია?
ახლა, როცა დიქტატორი უკვე ღიად აპირებს თავისი შვილის პრემიერად დანიშვნას და დინასტიური მმართველობის ჩაბეტონებას, რა დროს წარსულის გარჩევებია?
გადახედვა
ბიზნესი
სოსო ფხაკაძე: Trump Tower ხელს შეუწყობს ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას პრემიუმ უძრავი ქონების გლობალურ ბაზარზე
სოსო ფხაკაძე: Trump Tower ხელს შეუწყობს ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას პრემიუმ უძრავი ქონების გლობალურ ბაზარზე
გადახედვა
კოსმოსი
Blue Origin-მა გამოყენებული რაკეტა ხელახლა გაუშვა და უკან წარმატებით დააბრუნა — ნახეთ
Blue Origin-მა გამოყენებული რაკეტა ხელახლა გაუშვა და უკან წარმატებით დააბრუნა — ნახეთ
გადახედვა
ეკონომიკა
ვინ და სად აშენებს Trump Tower-ს? — რა ვიცით პროექტზე
ვინ და სად აშენებს Trump Tower-ს? — რა ვიცით პროექტზე
გადახედვა
პოლიტიკა
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პარტიების აკრძალვის სარჩელისთვის ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პარტიების აკრძალვის სარჩელისთვის ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა
გადახედვა
ხელოვნური ინტელექტი
ფეისბუქსა და ლინკდინზე 10-დან 9 ინგლისური პოსტი AI-ის დაწერილია — კვლევა
ფეისბუქსა და ლინკდინზე 10-დან 9 ინგლისური პოსტი AI-ის დაწერილია — კვლევა
გადახედვა
ჯანდაცვა
ზაქარია გვიშიანი: რეგისტრირებულ მედიკამენტზე ახლა იმის საუბარი, ეს ბავშვებს ხომ არ დააზიანებს, აბსურდულია
ზაქარია გვიშიანი: რეგისტრირებულ მედიკამენტზე ახლა იმის საუბარი, ეს ბავშვებს ხომ არ დააზიანებს, აბსურდულია
ახლა კითხულობენ
გადახედვა
ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დიუშენის სამკურნალო პრეპარატი რისკის შემცველია
20 აპრილი, 11:26
ქართული ოცნების წარმომადგენლები დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების პროტესტს გამოეხმაურნენ. შალვა პაპუაშვილის…
იმ პოლიტიკით, რომელსაც “ქართული ოცნება” ახორციელებს, ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა, შესაბამისად, მშვიდობას მოაქვს ინვესტიციები — კალაძე Trump Tower-ის პროექტზე
ისრაელი ადასტურებს, რომ ირანი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე თავდასხმას გეგმავდა
აშშ-ში კაცმა 8 ბავშვი მოკლა, მათგან 7 საკუთარი შვილი იყო
მოძრაობა “ხმა” უფასო სასკოლო კვების დასანერგად ხელმოწერების შეგროვებას იწყებს
