როგორ განსაზღვრავს “ბნელი მხარე” ჩვენს კარიერას

როგორ განსაზღვრავს “ბნელი მხარე” ჩვენს კარიერას
ფოტო: Andrii/borzaya
1
წაკითხვა
ახალი ნაშრომის ავტორებმა “ბნელი ტრიადა” კიდევ უფრო სიღრმისეულად შეისწავლეს. ეს ტერმინი ფსიქოპათიას, მაკიაველიანიზმსა და ნარცისიზმს აერთიანებს. აქამდე ჩატარებული კვლევების უმრავლესობა ამ თვისებებს ერთ მთლიანობად მოიაზრებს, თუმცა ახალ ნაშრომში ფსიქოლოგებმა ისინი ცალ-ცალკე შეისწავლეს, ძირითადად პროფესიის არჩევის ჭრილში.
კვლევის ფარგლებში -ის ერთ-ერთი უნივერსიტეტის 600 სტუდენტი გამოჰკითხეს, რომლებიც ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლობდნენ. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ორივე სქესში “ბნელი მხარე” ძალაუფლებისა და ადამიანების დაყოლიებისკენაა მიდრეკილი. შესაძლოა, ამ კვლევიდან გამოტანილი დასკვნებით სხვადასხვა ორგანიზაციამ ლიდერობის ტოქსიკური სტილი უფრო მარტივად გამოავლინოს.
როგორც აღვნიშნეთ, აქამდე ჩატარებული კვლევების უმრავლესობაში “ბნელი ტრიადა” ერთ მთლიანობად აღიქმება. ახალი ნაშრომის ავტორებმა ფსიქოპათიის ტრიარქული მოდელი რამდენიმე ნაწილად დაყვეს: სითამამე, სიბოროტე, თავშეუკავებლობა, ორგანზომილებიანი მაკიაველიანიზმი, ნარცისული განდიდება და მეტოქეობა.
აღმოჩნდა, რომ სიმამაცის მაღალი მაჩვენებლის მქონე ინდივიდებს ჯანდაცვის სფერო ხიბლავთ. “ბოროტებს” (მათ ნაკლები ემპათია და მეტად აგრესიული დამოკიდებულება ახასიათებთ) ტექნოლოგია და პრაქტიკული მექანიკური სამუშაო იზიდავთ. მეტად იმპულსური ცდისპირები შემოქმედებითი სფეროებით აღმოჩნდნენ გატაცებულნი.
მაკიაველიანელებს (ცინიკოსები) ლიდერობა იზიდავთ. მეორე მხრივ, იმ ცდისპირებს, რომლებსაც ტაქტიკა მოსწონთ, მაგრამ დომინაცია — ნაკლებად, ცხოველებთან მუშაობა და კრეატიული საქმიანობა უფრო მოსწონთ, ვიდრე ადამიანებთან ხშირი კომუნიკაცია. ხოლო ნარცისებს სხვებზე ზეგავლენის მოხდენაც ძალიან მოსწონთ და თავის შემოქმედებითად გამოხატვაც.
უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ კვლევის ფარგლებში მხოლოდ ამერიკის სტუდენტები გამოჰკითხეს. გარდა ამისა, პასუხები თვითანგარიშზეა დაფუძნებული, ამიტომ შეიძლება ბევრი მათგანი მიკერძოებული და, შესაბამისად, არასწორი იყოს. ამასთან, კვლევა კორელაციურია და არა მიზეზ-შედეგობრივი. ისიც გასათვალისწინებელია, რომ “ბნელი ტრიადისთვის” დამახასიათებელი თვისებების მაღალი მაჩვენებელი აუცილებლად დიაგნოსტირებად დარღვევაზე არ მიანიშნებს.
ნაშრომი გამოცემაში Personality and Individual Differences გამოქვეყნდა.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.
კომენტარები
კვირის ტოპ-5
შექმნეს ოსტეოართრიტის წამალი, რომელმაც ცხოველებში დაავადება უმარტივესად შეაქცია2218 ნახვა
ჩატბოტები გვეპირფერებიან — ახალი კვლევის შედეგები არასახარბიელოა1393 ნახვა
აბასთუმნის ობსერვატორიის მეცნიერებს NASA-ს ჯილდო გადაეცათ1001 ნახვა
დედამიწის ორბიტის გასწვრივ მეტეორების ახალი წყარო აღმოაჩინეს931 ნახვა
რა იქნება Artemis 2-ის შემდეგ — ყველაფერი, რაც NASA-ს სამომავლო მისიებზე უნდა იცოდეთ527 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
კოსმოსი
Voyager 1-ს კიდევ ერთი ინსტრუმენტი გაუთიშეს, რათა მან ენერგია შეინარჩუნოს
Voyager 1-ს კიდევ ერთი ინსტრუმენტი გაუთიშეს, რათა მან ენერგია შეინარჩუნოს
გადახედვა
კოსმოსი
NASA-ს მავალმა მარსზე უჩვეულო ქვები დააფიქსირა, რომლებიც რეპტილიის ქერცლებს ჰგავს
NASA-ს მავალმა მარსზე უჩვეულო ქვები დააფიქსირა, რომლებიც რეპტილიის ქერცლებს ჰგავს
გადახედვა
მეცნიერება
მეცნიერებმა ქარვაში 35 მილიონი წლის წინ გაქვავებული უცნაური ობობასნაირი აღმოაჩინეს
მეცნიერებმა ქარვაში 35 მილიონი წლის წინ გაქვავებული უცნაური ობობასნაირი აღმოაჩინეს
გადახედვა
ტექნიკა
შექმნეს ბატარეა, რომელიც ელექტრომობილს 9 წუთში 90%-ით ტენის
შექმნეს ბატარეა, რომელიც ელექტრომობილს 9 წუთში 90%-ით ტენის
გადახედვა
კოსმოსი
Blue Origin-მა გამოყენებული რაკეტა ხელახლა გაუშვა და უკან წარმატებით დააბრუნა — ნახეთ
Blue Origin-მა გამოყენებული რაკეტა ხელახლა გაუშვა და უკან წარმატებით დააბრუნა — ნახეთ
გადახედვა
კოსმოსი
ბნელი ენერგიის შემსწავლელი ინსტრუმენტის მეშვეობით კოსმოსის უდიდესი 3D რუკა შექმნეს
ბნელი ენერგიის შემსწავლელი ინსტრუმენტის მეშვეობით კოსმოსის უდიდესი 3D რუკა შექმნეს
გადახედვა
კიბერ უსაფრთხოება
კვანტური ინტერნეტი VPN-ს უსარგებლოდ აქცევს — ლოკაციის შენიღბვა შეუძლებელი იქნება
კვანტური ინტერნეტი VPN-ს უსარგებლოდ აქცევს — ლოკაციის შენიღბვა შეუძლებელი იქნება
ეკონომიკა
პირველი ნაბიჯის შიში: 3 რჩევა მათთვის, ვისაც ფინანსური ბაზრების ეშინია
პირველი ნაბიჯის შიში: 3 რჩევა მათთვის, ვისაც ფინანსური ბაზრების ეშინია
გადახედვა

ცუკერბერგი საკუთარ -კლონს ქმნის, რომელიც თანამშრომლებს თვალყურს მიადევნებს
ცუკერბერგი საკუთარ -კლონს ქმნის, რომელიც თანამშრომლებს თვალყურს მიადევნებს
გადახედვა
Sci-Tech
შესაძლოა, კაშალოტებს ადამიანების მსგავსი კომუნიკაციის სისტემა ჰქონდეთ
შესაძლოა, კაშალოტებს ადამიანების მსგავსი კომუნიკაციის სისტემა ჰქონდეთ