: კობახიძის წასვლის დროც დადგა, ეს გადაწყვეტილება ივანიშვილს მიღებული აქვს და …

კობახიძის წასვლის დროც დადგა, ეს გადაწყვეტილება ივანიშვილს მიღებული აქვს და შემდეგი, რასაც გამოაცხადებს, ეს იქნება, – ამის შესახებ „მართმსაჯულების სახლის“ ხელმძღვანელმა ეკა ბესელიამ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ლოგიკურად კობახიძემ მისი დრო და მისია უკვე ამოწურა.

ბესელიას თქმით, ეს გადაადგილებებიც ხანმოკლე იქნება და დიდხანს არ გაგრძელდება.

კობახიძის წასვლის დროც დადგა, ეს გადაწყვეტილება ივანიშვილს მიღებული აქვს და შემდეგი, რასაც გამოაცხადებს, ეს იქნება. ლოგიკურად, მანაც ამოწურა თავისი დრო და მისიაც. სხვადასხვა ვერსია სახელდება და ბოლოს, არ ვიცი, რომელზე შეჩერდება, მაგრამ, მას უნდა, რომ გაემიჯნოს იმ ნეგატიურ პროცესებს, რომელიც კობახიძის პრემიერობის პერიოდს უკავშირდებოდა, რაღაც დისტანცირება მოახდინოს. ეს გადანაცვლებებიც ხანმოკლე მგონია და დიდხანს არ გაგრძელდება. შემდეგი რაც გამოცხადდება, კობახიძის წასვლა იქნება, რომელიც უკვე, მე რაც ვიცი, ეს გადაწყვეტილება ივანიშვილს მიღებული აქვს. საბოლოო ჯამში, ეს აჩვენებს, სრულიად გამოფიტულ გუნდს, რომელსაც სათადარიგო ადამიანებიც კი აღარ ჰყავს და ერთიდაიგივე ადამიანები სახლობანას თამაშობენ და სახელმწიფო ინსტიტუტებს სრულ ეროზიულ სურათს უქმნიან. არაფერი მაცოცხლებელი ნიშანი აღარ ჩანს, აქ არის სრულიად ვერტიკალური ივანიშვილის,- განაცხადა ბესელიამ.