ბოლო სიახლე
პოლიტიკა
გეკა გელაძე სუს-ის უფროსად, მამუკა მდინარაძე სახელმწიფო მინისტრად, ხოლო სულხან თამაზაშვილი შს-მინისტრად ინიშნება
საქართველოს მთავრობაში ცვლილებებია – მამუკა მდინარაძე სუს-ის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლდა, რომელიც ახალ უწყებას ჩაიბარებს, კერძოდ, სამართალდამცველი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას.
შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან სუს-ის უფროსად გადადის გეკა გელაძე, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრად ინიშნება სულხან თამაზაშვილი, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე მუშაობდა.