ავსტრალიელ მწერალს ჩინეთში სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

ავსტრალიელ მწერალს, იანგ ჰენგჯუნს ჩინეთში სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.
წარმოშობით ჩინელი მწერალი ავსტრალიის მოქალაქეა, რომელიც ბოლო წლებში ნიუ-იორკში ცხოვრობდა. იანგი 2019 წელს ჩინეთში, გუანჟუს აეროპორტში, როგორც ეროვნული უსაფრთხოებისთვის საშიში პირი დააკავეს. მოგვიანებით მწერალი ჯაშუშობის მუხლით გაასამართლეს.
სასამართლო 3 წლის განმავლობაში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა.
ავსტრალიელი მეცნიერის, ფენგ ჩონგუის თქმით, 2-წლიანი პატიმრობის შემდეგ, კარგი ყოფაქცევის შემთხვევაში იანგს სიკვდილით დასჯას სამუდამო პატიმრობით შეუცვლიან.