ბრეგაძე: მოქალაქე ერთდროულად დაარეგისტრირებს ქონებას და გადარიცხავს თანხას

ამოქმედდება ე. წ. გონიერი კონტრაქტი, რის შედეგადაც მომხმარებელი ერთდროულად დაარეგისტრირებს ქონებას და გადარიცხავს თანხას – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა რატი ბრეგაძემ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა. მინისტრობის კანდიდატის თქმით, სერვისით სარგებლობა დისტანციურადაც იქნება შესაძლებელი.
ბრეგაძე ამბობს, რომ ინიციატივა მოაგვარებს ისეთ პრობლემას, როგორიცაა, მაგალითად, ბინის ნასყიდობა – “ხშირად ფიქრობენ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეები, პირველ რიგში მოხდეს ქონების გადაფორმება და მერე თანხის ჩარიცხვა და ეს გარკვეულწილად ნდობაზე არის დამოკიდებული, ერთხელ და სამუდამოდ, აღმოიფხვრება”.
“ამოქმედდება ე. წ. გონიერი კონტრაქტი, რის შედეგადაც მომხმარებელი, როგორც ადგილზე, ისე დისტანციურად, ერთდროულად დაარეგისტრირებს ქონებას და გადარიცხავს თანხას ტრანზაქციის შედეგად. ამით მოქალაქეებისთვის კარგად ნაცნობი პრობლემა, როგორიც არის, მაგალითად, ბინის ნასყიდობა, როდესაც ხშირად ფიქრობენ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეები, პირველ რიგში მოხდეს ქონების გადაფორმება და მერე თანხის ჩარიცხვა და ეს გარკვეულწილად ნდობაზე არის დამოკიდებული, ერთხელ და სამუდამოდ, აღმოიფხვრება” – თქვა ბრეგაძემ.
ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონების რეგისტრაცია ამჟამად იუსტიციის სახლში ან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფილიალშია შესაძლებელი.