რელიგიის სააგენტო 202-ე უსინათლო ბავშვთა სკოლას ეწვია

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლები დღეს თბილისის 202-ე უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლას ეწვივნენ.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტო, 2018 წლიდან, სხვადასხვა რელიგიურ ორგანიზაციასთან ერთად, სკოლის მოსწავლეებს ეხმარება.
„ამჯერად, სააგენტოს თანამშრომლებმა საქველმოქმედო აქცია თბილისის საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიის წარმომადგენლებთან ერთად გამართეს. სკოლის მოსწავლეებს მათ ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი 2024 წლის ინტერ-რელიგიური კალენდარი, ძველი აღთქმის მეხუთე კანონიკური წიგნი „მეორე რჯული” და თბილისის საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიისგან (წინამძღვარი, პასტორი ჩარლზ ჰობლიცი) 45 სასაჩუქრე ყუთი გადასცეს. სკოლაში 43 უსინათლო მოსწავლე სწავლობს როგორც თბილისიდან, ასევე, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილემ მარიამ მიქიაშვილმა მადლობა გადაუხადა სტუმრებს დახმარებისთვის.
საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობდნენ სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი ნინო ჭავჭავაძე, უფროსი სპეციალისტი სერგო ფარულავა და ლოჯისტიკის მენეჯერი ლაშა მჭედლიძე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

იგორ ნარმანია – იმდენი გააკეთა “ქართული ოცნების” რუსულმა ხელისუფლებამ, რომ აშშ-ის საელჩო „ქარდებით“ გველაპარაკება, მთელი დასავლური სამყარო აცნობიერებს, თუ როგორი მნიშვნელობა აქვს 26 ოქტომბრის არჩევნებს