რომელი კანონების შეცვლისკენ მოუწოდებს ო’ფლაერტი “ოცნებას”?

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოში ვიზიტის შემდეგ პირველ განცხადებას ავრცელებს.
ხელისუფლებასთან საუბრისას, მე გამოვთქვი ჩემი პოზიცია “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული შედეგების შესახებ. ასევე გამოვთქვი შეშფოთება “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ” კანონის (GEOFARA) შესახებ, რომელიც მოითხოვს იურიდიული და ფიზიკური პირებისგან “უცხოელი პრინციპალის აგენტებად” რეგისტრაციას, “გრანტების შესახებ” კანონის, რომელიც კრძალავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ უცხოური დაფინანსების მიღებას ოფიციალური ნებართვის გარეშე და მაუწყებლობის შესახებ” კანონის, რომელიც კრძალავს მედია საშუალებებისთვის უცხოური დაფინანსების გაცემას პროგრამების წარმოებისთვის ან გადაცემისთვის. მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დაფინანსებასთან დაკავშირებული გამჭვირვალობის გაზრდა შეიძლება იყოს ლეგიტიმური მიზანი, ფართომასშტაბიანი შეზღუდვები, როგორც ჩანს, არ შეესაბამება კონვენციის 10(2) და11(2) მუხლების მნიშვნელობით კანონიერების, ლეგიტიმურობის, აუცილებლობისა და პროპორციულობის კრიტერიუმებს, ასევე დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს.
მე მოვუწოდებ GEOFARA-ს კანონის გაუქმებისკენ და სხვა დამთრგუნველი კანონმდებლობის გაუქმების ან არსებითი გადახედვისკენ კონვენციის დაცვის უზრუნველსაყოფად,” – განაცხადა კომისარმა ო’ფლაერტმა.
ამასთან, მაიკლ ო’ფლაერტი “ოცნებას” მოუწოდებს უზრუნველყოს, რომ ათობით სამოქალაქო საზოგადოების მიმართ მიმდინარე ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის წარმოება მკაცრად შეესაბამებოდეს სახელმწიფოს მიერ კონვენციით ნაკისრ ვალდებულებებს.
ასევე მინდა გავიხსენო, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, უფლებადამცველები და ჟურნალისტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო სივრცის დაცვაში. ამიტომ, მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს, რომ ათობით სამოქალაქო საზოგადოების მიმართ მიმდინარე ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის წარმოება მკაცრად შეესაბამებოდეს სახელმწიფოს მიერ კონვენციით ნაკისრ ვალდებულებებს,” – აღნიშნა მაიკლ ო’ფლაერტმა.