შსს მორიგ სკანდალში – “როგორ გააგზავნეს ქვითარი ოკუპირებულ ტერიტორიაზე?”

22
სამოქალაქო აქტივისტი, რუსკა მჭედლიძე:
წარმოიდგინეთ აბსურდის პიკი, როგორ დამცინეს
გასარკვევად დავრეკე საპატრულოს ცხელ ხაზზე, რატომ არ ჩამბარდა 5000 ლარიანი ჯარიმის ქვითარი ან საერთოდ რისთვის დამაჯარიმეთ მაინტერესებსთქო…
მპასუხობს ოპერატორი ნინი, მისი კომპეტენციის ფარგლებში ბევრი “რთული” კითხვა დავუსვი პასუხიდან გამომდინარე და ზემდგომი ვინმე მარიამი დამალაპარაკა, 2025 წლის 30 ოქტომბერს გზის გადაკეტვის ჯარიმაა, ქვითარი მისამართზე გამოგიგზავნეთ, სახლში არ დაგვხვდით და კანონის შესაბამისად ჩაბარებულად ჩაითვალაო.
[29 ოქტომბრის გზის გადაკეტვის საქმეზე 5 დღე დაპატიმრებული ვიყავი :დ ]
მისამართი იცით რა მიუთითეს? რუსების დაბომბილი სახლი, დროებით ოკუპირებულ ცხინვალში. ბოლოს 2008 წელს როცა ვნახე სახლი, რომლისგანაც მხოლოდ საძირკვლის ერთი კუთხე იყო დარჩენილი და მე და ბებიაჩემმა ნანგრევებზე ამოსული ბალახები მოვთხარეთ.
როგორ გააგზავნეს? როგორ უნდა ჩამბარებოდა ქვითარი ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სადაც სახელმწიფო კონტროლს ვერ ახორციელებს? ვის დასცინით, მე თუ კანონს?
ჩემი მუდმივი, ფაქტობრივი მისამართი, სადაც 29 ოქტომბრის გზის გადაკეტვის საქმეზე დასაკავებლად სამი დღის განმავლობაში ჩასაფრებას მიწყობდით, მაშინ ძალიან კარგად ხომ იცოდით, სხვა ყველა ჯარიმაზე ხომ გქონდათ მითითებული, და შენ ოქმის შემდგენო ნაძირალავ, შენს სახელს როცა გავიგებ, განსაკუთრებული “პატივით” კიდევ ერთხელ გათრევ!