პოლიტიკური პარტიების რეიტინგები | ვის მისცემდა მოსახლეობა ხმას, შაბათს რომ არჩევნები ტარდებოდეს – IRI-ის კვლევა

ქართული პოლიტიკური სივრცე კვლავ ორი უპირობო ლიდერის გავლენის ქვეშ არის. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევა აჩვენებს, რომ “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” ამომრჩევლის ყველაზე დიდი მხარდაჭერით სარგებლობენ. თუმცა ამ კვლევის მთვარი მაჩვენებელი საარჩევნო ბარიერს ეხება. ირკვევა, რომ ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, 5-პროცენტიან ბარიერს მხოლოდ ეს ორი პარტია გადალახავდა. ამ მონაცემებმა ოპოზიციის მხოლოდ მცირე ნაწილში გაამყარა მოსაზრება გაერთიანების მნიშვნელობაზე. პარტიების უმრავლესობა კვლავ გამორიცხავს საერთო ბლოკის შექმნას.