თეონა აქუბარდია – სამთავრობო პროგრამას, ისევე როგორც პრემიერობის ახალ კანდიდატს, ჩემი ნდობა არ ექნება – ს საჭადრაკო დაფაზე პაიკების გადაადგილება მისი ძალაუფლების და გავლენების შენარჩუნების ერთადერთი ინსტრუმენტია

სამთავრობო პროგრამას, ისევე როგორც პრემიერობის ახალ კანდიდატს, ჩემი ნდობა არ ექნება – ს საჭადრაკო დაფაზე პაიკების გადაადგილება მისი ძალაუფლების და გავლენების შენარჩუნების ერთადერთი ინსტრუმენტია, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამთავრობო ცვლილებებით ქვეყნისთვის უკეთესობისკენ არაფერი იცვლება და კვლავ ძალაუფლების შენარჩუნების ინტერესი გაგრძელდება.
„თუ ავიღებთ ს და ირაკლი კობახიძის სამთავრობო პროგრამებს, ეს არის აბსოლუტურად იდენტური ტექსტი, თუმცა ამ იდენტური ტექსტის მიუხედავად, არის გარკვეული განსხვავებები, რაც არც თუ ისე დამაიმედებლად გამოიყურება, მით უფრო მაშინ, როდესაც ჩვენ 9 რეკომენდაცია გვაქვს განსახორციელებელი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დასაჩქარებლად და ნატო-ში წევრობაც ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ რჩება გაცხადებულ ეროვნულ ინტერესად, ყოველ შემთხვევაში, ხალხის. მოცემულობაში, როდესაც ნატო-ში გაწევრიანება იცვლება ნატო-ში ინტეგრაციად, რაც დაქვეითებაა, როდესაც უსაფრთხოების გამოწვევების მიუხედავად, არაფერი არ არის ნათქვამი, რა ფორმით უნდა მოხდეს ამის გაუმჯობესება, როდესაც „ქართული ოცნება“ დეოკუპაციას გვპირდება და მათ შორის, არც კი არის მოხსენიებული გაგრძელდება თუ არა მუშაობა ეროვნული ხედვაზე, რა თქმა უნდა, გასაგებია, რომ ეს ნიშნავს, არაფერი შეიცვლება უკეთესობისკენ, არამედ კვლავ ძალაუფლების შენარჩუნების ინტერესი გაგრძელდება,“ – განაცხადა აქუბარდიამ.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ფარულავა – ხელისუფლება შეკითხვებს გაექცა, თუ ვინმეს ბოდიში აქვს საზოგადოებისთვის მოსახდელი, ეს „ქართული ოცნებაა“, რაც შეეხება 20 ივნისის საქმეს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის გახარიას მიმართ განაჩენი

შახტებსა და მაღაროებში დასაქმებულებს, ვინც სამსახურიდან, რეორგანიზაციის გამო, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან გათავისუფლდნენ, თუმცა 2025 წლის 31 დეკემბრამდე, კვლავ დასაქმდნენ, უწყვეტი სტაჟი უნარჩუნდებათ