“ორთოდოქს “ქოცს” მეძახიან, ნიუ-ჯერსის პოლიციაც კი მონიშნეს ჩემს გასაგდებად“ – ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს

ამე­რი­კა­ში მცხოვ­რე­ბი მომ­ღე­რა­ლი ნინი შერ­მა­დი­ნი მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­შიც მომ­ღე­რა­ლი იმ შე­უ­რა­ცხმყო­ფელ ეპი­თე­ტებ­სა და მუ­ქა­რებ­ზე ლა­პა­რა­კობს, რისი სა­მიზ­ნეც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ბოლო დროს გახ­და.

“უკვე 14 წე­ლია ამე­რი­კის ემიგ­რა­ცი­ა­ში ვცხოვ­რობ და ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, ერთ-ერთი რი­გი­თი ემიგ­რან­ტი ვარ. მეც ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და აქ თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბა. მინ­და, და­ვი­წყო მად­ლო­ბით და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ამ ქვე­ყა­ნას – ამე­რი­კას, რო­მელ­მაც მი­მი­ღო და მომ­ცა ექ­სტრა­ორ­დი­ნა­რუ­ლი ტა­ლან­ტით და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი მწვა­ნე ბა­რა­თი.

დღეს უკვე გახ­ლა­ვართ ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქე და კი­დევ ერთხელ გა­ვი­მე­ო­რებ, რომ ეს ქვე­ყა­ნა არის ჩემ­თვის მე­ო­რე სამ­შობ­ლო, რო­მელ­მაც გამ­ზარ­და, მი­მი­ღო, ძა­ლი­ან ბევ­რი კარი გა­მი­ღო, მას­წავ­ლა, გა­მაძ­ლი­ე­რა, ძა­ლი­ან ბევ­რი უნა­რე­ბი აღ­მო­მა­ჩე­ნი­ნა სა­კუ­თარ თავ­ში და, რა­საც ვერ ვი­ფიქ­რებ­დი, ძა­ლი­ან ბევ­რი სას­წა­უ­ლი მოხ­და ჩემს თავს.

ბევრ ადა­მი­ანს შევ­ხვდი ცხოვ­რე­ბა­ში, ვის­გა­ნაც ძა­ლი­ან ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე და ამ 14-მა წელ­მა სრუ­ლად გარ­დამ­ქმნა. დღეს უკვე სამ შტატ­ში მაქვს ჩემი მუ­სი­კა­ლუ­რი სტუ­დია. 80 ბავ­შვზე მე­ტია ჩემ­თან. ოთხმო­ცი­ვემ იცის ქარ­თუ­ლი, ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა, ჰიმ­ნი სა­ქარ­თვე­ლო­სი და აქე­დან ყვე­ლა ქარ­თვე­ლი არ არის – რამ­დე­ნი­მე უცხო­ე­ლია და მათ შო­რის უცხო­ე­ლებ­მაც იცი­ან ქარ­თუ­ლი. ვე­სა­უბ­რე­ბი ქარ­თუ­ლად, ვცდი­ლობ, რომ ვას­წავ­ლო მა­თაც ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რე­ბი, ვინც ქარ­თვე­ლი არ არის; ვაჩ­ვე­ნო, რო­მე­ლი ქვეყ­ნი­დან ვარ, შე­ვაყ­ვა­რო ჩვე­ნი კულ­ტუ­რა და ამას მარ­თლა გუ­ლით ვა­კე­თებ, იმი­ტომ რომ მე ყვე­ლა­ზე მე­ტად ჩემი სამ­შობ­ლო მიყ­ვარს და მე­ნატ­რე­ბა.

ყვე­ლა დღე, რაც ემიგ­რა­ცი­ა­ში მაქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი, ღმერ­თის წი­ნა­შე ვამ­ბობ, რომ არ­ცერ­თი დღე არ გა­სუ­ლა, რომ მე ჩემს სამ­შობ­ლო­ზე არ მე­ფიქ­რა: რო­გორ გა­მო­ვად­გე ქარ­თვე­ლებს, რო­გორ და­ვეხ­მა­რო, რო­გორ მო­ვე­ფე­რო.

ჩემი მუ­სი­კა­ლუ­რი კა­რი­ე­რა და­ი­წყო ძა­ლი­ან ადრე, ჯერ კი­დევ ალ­ბათ ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის დროს, სა­ი­და­ნაც მე მომ­ყვე­ბი­ან ჩემი უძ­ვირ­ფა­სე­სი მე­გობ­რე­ბი, რომ­ლებ­თა­ნაც მე მაქვს მთე­ლი ჩემი ბავ­შვო­ბა გა­ტა­რე­ბუ­ლი. ჩვენ ერ­თად დავ­დი­ო­დით ტუ­რებ­ში, ერ­თად გვე­ძი­ნა, ერ­თმა­ნე­თის ტან­საც­მე­ლე­ბი გვეც­ვა, სუფ­თა გუ­ლით გვიყ­ვარ­და ერ­თმა­ნე­თი. მა­შინ არ იყო არც შური, არც ბოღ­მა, არც ლან­ძღვა, არც პო­ლი­ტი­კა არ იდგა ჩვენს შო­რის, არც მხა­რე­ე­ბი არ იყო ჩვენს შო­რის და მე და­ვი­ტო­ვე ისევ ეს გრძნო­ბა, რომ მე ჩემი მე­გობ­რე­ბი ისევ ისე სუფ­თა გუ­ლით მიყ­ვარ­დეს, ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ხედ­ვე­ბი ემ­თხვე­ვა თუ არა ერ­თმა­ნეთს.

რო­გორც ქსელ­ში ვრცელ­დე­ბა ასე­თი კო­მენ­ტა­რე­ბი, რომ მე ვარ არა­ლე­გა­ლი და უნდა გა­მაგ­დონ ამ ქვეყ­ნი­დან… ერთ-ერ­თმა ქალ­ბა­ტონ­მა, არ ვიცი, ნიუ-ჯერ­სის პო­ლი­ცი­აც მო­ნიშ­ნა, რომ “ამე­რი­კის ჰე­ი­თე­რია, გა­აგ­დე­თო ამ ქვეყ­ნი­და­ნო“. ნუ, რა ეპი­თე­ტე­ბით მი­დის იქ ჩემი შემ­კო­ბა, ახლა ამას არ და­ვი­წყებ: “ორ­თო­დოქ­სი ქოცი“, „უნა­მუ­სო“… არ ვიცი, რა სი­ტყვებს მე­ძა­ხი­ან. არ ვიცი, რა­ტომ – იმი­ტომ, რომ ჩემს მე­გობ­რებს წარ­მა­ტე­ბა ვუ­სურ­ვე? ერთ-ერთი კონ­ცერ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს. არ გავ­ლან­ძღე? არ და­ვა­ბუ­ლინ­გე? სრუ­ლი უფ­ლე­ბა გაქვთ არ მოგ­წონ­დეთ, ან არ მო­მის­მი­ნოთ, ან ჩემს შე­ხე­დუ­ლე­ბებს არ ეთან­ხმე­ბო­დეთ.

რამ­დენ­ჯე­რაც გა­მო­ვე­დი და სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­ვაკ­რი­ტი­კე – ვთქვი, ემიგ­რან­ტებს რა­ნა­ი­რად შე­იძ­ლე­ბა ხმის უფ­ლე­ბა ჩა­მო­ვარ­თვათ-მეთ­ქი, სახე და­ლე­წი­ლი ბავ­შვე­ბი გა­ვაპ­რო­ტეს­ტე, უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რე­ბი, ამ­დე­ნი კრი­მი­ნა­ლი, ამ­დე­ნი ფე­მი­ცი­დი, ამ­დე­ნი ნარ­კო­მა­ნი­ით გარ­დაც­ვლი­ლი… მოკ­ლე, რამ­დე­ნიც გა­მო­ვე­დი და გა­ვაპ­რო­ტეს­ტე – იმ­დე­ნი “ნაცი“ მე­ძა­ხეს და მიტ­რი­ა­ლეს მკვდა­რი და ცო­ცხა­ლი. იმ მთავ­რო­ბა­საც ვაპ­რო­ტეს­ტებ­დი მა­შინ, როცა ძა­ლა­დობ­დნენ და დღე­საც, რაც არ მომ­წონს, ამა­საც ხმა­მაღ­ლა ვა­ფიქ­სი­რებ. არ შე­მიძ­ლია გა­ჩუ­მე­ბა და როცა რა­ღა­ცა უსა­მარ­თლო­ბას ვხე­დავ, ყო­ველ­თვის ვამ­ბობ, ვა­ფიქ­სი­რებ ჩემს აზრს.

ერ­თა­დერ­თი ის მინ­და გი­თხრათ და იცო­დეთ ყვე­ლამ ზედ­მი­წევ­ნით კარ­გად, რომ ჩემი კა­რი­ე­რა ან ჩემი პრო­ფე­სია არ უკავ­შირ­დე­ბა არა­ვის. არც არა­ვის კა­რის მე­ზო­ბე­ლი ვყო­ფილ­ვარ, არც პარ­ტი­უ­ლი მომ­ღე­რა­ლი ვყო­ფილ­ვარ, არც ფუ­ლი­ა­ნი მა­მი­კოს შვი­ლი ვყო­ფილ­ვარ, არც შუბ­ლზე ძარ­ღვი გა­მი­წყვე­ტია რა­ღა­ცის მი­საღ­წე­ვად და ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე დიდი სიმ­დიდ­რე ის არის, რომ როცა და­ვი­ძი­ნებ, სინ­დი­სი არ მა­წუ­ხებს. ბა­ლიშ­ზე თავი მი­დევს მშვი­დად. მაქ­სი­მა­ლუ­რად მინ­და, რომ ყვე­ლა მიყ­ვარ­დეს, ყვე­ლა­ში კარ­გი და­ვი­ნა­ხო, პო­ზი­ტი­ვი ვაფ­რქვიო, გავ­ცე და მი­ვი­ღო. იმ­დე­ნად ნე­გა­ტი­უ­რია ყვე­ლა­ფე­რი გარ­შე­მო დღეს, რომ მინ­და, რომ მიყ­ვარ­დეს და ვუყ­ვარ­დე ყვე­ლას. ყო­ველ­თვის, სა­დაც არ უნდა წა­ვი­დე, ჩემი ქვეყ­ნის სიყ­ვა­რუ­ლი ყო­ველ­თვის თან დამ­ყვე­ბა.

ერ­თმა ქალ­ბა­ტონ­მა და­მი­წე­რა: “შენი სი­მარ­თლით გა­გი­მარ­ჯოს ღმერ­თმაო“.

მარ­თა­ლი ბრძან­დე­ბით, ქალ­ბა­ტო­ნო! მე ჩემი სი­მარ­თლით გა­მი­მარ­ჯვოს ღმერ­თმა, ჩემს შვილ­საც, მთელ ჩემს საგ­ვა­რე­უ­ლოს – რო­გო­რი მარ­თა­ლიც მე ვარ სა­კუ­თარ თავ­თა­ნაც და ღმერ­თთა­ნაც. ჯან­მრთე­ლო­ბას გი­სურ­ვებთ, ბედ­ნი­ე­რე­ბას გი­სურ­ვებთ. რაც მთა­ვა­რია, სიყ­ვა­რულს, ერ­თმა­ნე­თის სიყ­ვა­რულს გი­სურ­ვებთ, ხალ­ხო! ბედ­ნი­ე­რი დღე ყვე­ლას!” – აცხა­დებს შერ­მა­დი­ნი.

ასევე დაგაინტერესებთ

Amnesty International – საქართველოში სამოქალაქო ჯგუფები, მედია, პარტიები და პოლიტიკოსები სამიზნედ იქცნენ რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენებით

გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს – 70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში, ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება

სუს: BBC-ის ინფორმაცია „კამიტის“ მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოყენების შესახებ მიზანმიმართული დეზინფორმაციაა – საქართველოს მოქალაქეების და ფილმის ავტორების მოქმედებები, მტრული მიზნების მისაღწევად კარგად ორგანიზებულ და კამპანიურ ხასიათს ატარებდა