1985 წლის ფოტო, რომელშიც სი ძინპინი სან-ფრანცისკოში, Golden Gate Bridge-ის ფონზე დგას, აშშ-ის პრეზიდენტმა ჩინეთის ლიდერს თავის ტელეფონში აჩვენა.
– იცი, ვინ არის ეს ახალგაზრდა კაცი? – ჰკითხა ბაიდენმა ძინპინს. – კი, ეს მე ვარ 38 წლის წინ, – თქვა ჩინეთის პრეზიდენტმა.
Pointing to a photo in his phone with the Golden Gate Bridge in the background, President Biden asked President Xi, “Do you know this young man?” “Oh yes,” said President Xi, “this was 38 years ago.”🌞 pic.twitter.com/r65Em6Z7oS— Hua Chunying 华春莹 (@SpokespersonCHN) November 16, 2023
სი ძინპინის ახალგაზრდობის ფოტო ჩინურ სოციალურ ქსელებში სწრაფად გავრცელდა.
აღნიშნული ჟესტის შემდეგ რამდენიმე ოფიციალურმა პირმა გამოთქვა იმედი, რომ აშშ-ჩინეთის ურთიერთობები გაუმჯობესდება.
მიუხედავად ამისა, მალევე ბაიდენმა საჯაროდ განაცხადა, რომ სი ძინპინი დიქტატორია. CNN-ის კითხვაზე, აღწერს თუ არა ჩინეთის პრეზიდენტს, როგორც დიქტატორს, ბაიდენმა თქვა: “ის არის. ის არის დიქტატოტი იმ გაგებით, რომ არის კაცი, რომელიც კომუნისტურ ქვეყანას მართავს.”
ცნობისთვის, ამჟამად აშშ-სა და ჩინეთის ლიდერები ერთმანეთს სან-ფრანცისკოში, აზიისა-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის ფარგლებში ხვდებიან.