სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ინფორმაციით, გასულ წელს, 1560 არასრულწლოვანზე დაფიქსირდა ძალადობის შემთხვევა.
სააგენტოს სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის მონაცემებით ძალადობის სახეების კლასიფიკაცია შემდეგნაირად გამოიყურება:
ფიზიკური ძალადობა – 329 ბავშვი
ფსიქოლოგიური ძალადობა – 594 ბავშვი
სექსუალური ძალადობა – 170 ბავშვი
უგულებელყოფა – 381 ბავშვი
იძულება – 18 ბავშვი
ეკონომიკური ძალადობა – 3 ბავშვი
შრომითი ექსპლუატაცია/ტრეფიკინგი – 3 ბავშვი
სექსუალური ექსპლუატაცია/ტრეფიკინგი – 6 ბავშვი
სხვა – 56 ბავშვი.




