მკვლელობა ქეშალოში | გამოძიების ახალი დეტალები

სოფელ ქეშალოში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები. მოკლული ჯავიდ მამედოვის ოჯახი ამტკიცებს,რომ 29 წლის კაცს თავს რამდენიმე პირი დაესხა, ცემეს და შემდეგ ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს. დაკავებული მხოლოდ ერთი პირია, თუმცა დაზარალებულების ინფორმაციით მკვლელობაში ბრალდებულ ბაზილარ მახმუდოვთან ერთად მამამისი და მისი სხვა ნათესავებიც მონაწილეობდნენ. შემთხვევის შესახებ ინფორმაცია მოკლულის ოჯახს თვითმხილველებმა მიაწოდეს, თუმცა მათი თქმით მოწმეები დააშინეს და იძულებით ჩვენებები შეაცვლევინეს.
ავტორი: ია გულიაშვილი