7
წაკითხვა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივარი წარადგინა, რომელიც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში დემონსტრანტების სისტემურ წამებას ეხება. საჩივარი 4 მომჩივნის სახელითაა გაგზავნილი.
საია მიუთითებს დარღვევების მასშტაბურობასა და იმ ზიანზე, რომელიც, არა მხოლოდ მოქალაქეებს, არამედ, კონსტიტუციურ წესრიგს თავად სამართალდამცავი, საგამოძიებო თუ სხვა ორგანოების მოქმედებების შედეგად მიადგა. საია საჩივარში ამტკიცებს, რომ მომჩივნების მიმართ განხორციელებული ქმედებები არის პროტესტის მონაწილეების მიმართ დისკრიმინაციული არასათანადო მოპყრობის კოორდინირებული ადმინისტრაციული პრაქტიკა.
მათი თქმით მტკიცებულებებით დასტურდება, რომ აქციების დარბევა არ იყო ერთეული შეცდომა ან ცუდად ჩატარებული ოპერაცია, არამედ – ორგანიზებული დანაშაულებრივი ძალადობა და ადამიანის უფლებების იმ მწვავე კრიზისის დასაწყისი, რომელიც 28 ნოემბრის შემდეგ ქვეყანაში განვითარდა.
გარდა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების, არაადამიანური თუ დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა), მე-11 მუხლისა (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) და მე-14 მუხლისა (დისკრიმინაციის აკრძალვა) გასაჩივრებულია მე-17 მუხლიც (უფლებათა ბოროტად გამოყენების აკრძალვა). აღსანიშნავია, რომ ამ მუხლზე დავა პირველად გამოიყენება საქართველოსთან მიმართებით დემონსტრაციების საქმეში. კონვენციის მე-17 მუხლი, პირველ რიგში, ხელს უშლის მონაწილე სახელმწიფოებს გამოიყენონ კონვენციის რომელიმე დებულება მასში დაცული უფლებებისა და თავისუფლებების გასანადგურებლად. მეორეც, ის ხელს უშლის მონაწილე სახელმწიფოებს დაეყრდნონ კონვენციის დებულებას იმ უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის მიზნით, რომლებსაც ეს დებულება იცავს კონვენციაში გათვალისწინებული უფლებისა და თავისუფლებების უფრო ფართო ღონისძიებით.
“2026 წლის 17 აპრილს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს წარედგინა საჩივარი, რომელიც ეხება 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში პროევროპული დემონსტრაციების დროს სამართალდამცავთა მხრიდან განხორციელებულ სისტემურ წამებას, არასათანადო მოპყრობასა და სხვა დარღვევებს. საჩივარი გაგზავნილია 4 მომჩივნის სახელით. საია საჩივარში ამტკიცებს, რომ მათ მიმართ განხორციელებული ქმედებები არის პროტესტის მონაწილეების მიმართ დისკრიმინაციული არასათანადო მოპყრობის კოორდინირებული ადმინისტრაციული პრაქტიკა.ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ საია დავობს, რომ სახელმწიფოს ქმედებები წარმოადგენს არა მხოლოდ ინდივიდუალური უფლებების დარღვევას, არამედ, ეს არის ძალაუფლების სასტიკი ბოროტად გამოყენება, 1 რომელიც მიმართული იყო პრო-ევროპული პროტესტების ჩახშობისკენ და სცდება დემოკრატიული წესრიგის ფარგლებს (კონვენციის მე-17 მუხლი). ამ მიმართულებით დავა, სამართალწარმოების კუთხით სიახლეა, და, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოსთან მიმართებით პირველად საჩივრდება სწორედ დემონსტრაციების კონტექსტში.საჩივრის მთავარი სტრატეგიაა, სასამართლომ დაინახოს და შეაფასოს, რა მოხდა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში აქციების დაშლის დროს. კერძოდ, ეს არ იყო მხოლოდ ინდივიდუალური გადაცდომა ან არასათანადოდ ჩატარებული აქციის დაშლის ოპერაცია, არამედ, აქციის დარბევა იყო ორგანიზებული ძალადობა და საწყისი ათვლის ნიშნული იმ მწვავე ადამიანის უფლებების კრიზისისა, რომელიც სწორედ 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ არის ქვეყანაში შექმნილი. ამის გაკეთება სასამართლოს კონვენციის მე-17 მუხლისა და მის მიღმა, სხვა სადავო მუხლების ქვეშ არსებული არგუმენტაციის გათვალისწინებით შეუძლია.მტკიცებულებებით დასტურდება ნიღბიანი ოფიცრების მიერ განხორციელებული მიზანმიმართული სისტემური წამება/არასათანადო მოპყრობა;…გასაჩივრებულია ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი (წამების, არაადამიანური თუ დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა) (არსებითი და პროცედურული ნაწილი); მე-11 მუხლი (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება); მე-14 მუხლი (დისკრიმინაციის აკრძალვა), მე-3 მუხლის არსებით ნაწილთან და მე-11 მუხლთან ერთობლიობაში; მე-17 მუხლი (უფლებათა ბოროტად გამოყენების აკრძალვა) და 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლი (საკუთრების დაცვა).საია ამ და სხვა მნიშვნელოვან საქმეებზე განაგრძობს სტრატეგიულ სამართალწარმოებას ევროპულ სასამართლოში და საზოგადოებას დროდადრო მიაწვდის შესაბამის განახლებულ ინფორმაციას. ვრცლად ამ საქმის დეტალებს გაეცანით ქვემოთ”, — წერია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაში
კომენტარები
გადახედვა
ისრაელი ადასტურებს, რომ ირანი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე თავდასხმას გეგმავდა
14 წუთის წინ
ისრაელი ადასტურებს, რომ ირანი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე თავდასხმას გეგმავდა
რატომ ვგრძნობთ ფიზიკურ სიმსუბუქეს ტირილის შემდეგ?
51 წუთის წინ
რატომ ვგრძნობთ ფიზიკურ სიმსუბუქეს ტირილის შემდეგ?
გადახედვა
საია-მ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში დემონსტრანტების სისტემური წამების შემთხვევებზე სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი წარადგინა
ერთი საათის წინ
საია-მ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში დემონსტრანტების სისტემური წამების შემთხვევებზე სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი წარადგინა
გადახედვა
10 წელიწადში AI ტიმოთი შალამეს პროფესიას აითვისებს, თუმცა ბალეტს ვერ ჩაანაცვლებს — შარლიზ ტერონი
ერთი საათის წინ
10 წელიწადში AI ტიმოთი შალამეს პროფესიას აითვისებს, თუმცა ბალეტს ვერ ჩაანაცვლებს — შარლიზ ტერონი
გადახედვა
ჩინეთში დისიდენტი ხელოვანი მაო ძედუნის სატირული ქანდაკებების გამო გაასამართლეს
2 საათის წინ
ჩინეთში დისიდენტი ხელოვანი მაო ძედუნის სატირული ქანდაკებების გამო გაასამართლეს
გადახედვა
ძალადობამ ჩამოაყალიბა შარლიზ ტერონი, მაგრამ არ განსაზღვრავს მას — ინტერვიუ
3 საათის წინ
ძალადობამ ჩამოაყალიბა შარლიზ ტერონი, მაგრამ არ განსაზღვრავს მას — ინტერვიუ
გადახედვა
დენიელ რედკლიფმა ჰარი პოტერის ფილმები ერთმანეთს შეადარა და გაგვიმხილა, რომელია სიის ბოლოში
3 საათის წინ
დენიელ რედკლიფმა ჰარი პოტერის ფილმები ერთმანეთს შეადარა და გაგვიმხილა, რომელია სიის ბოლოში
გადახედვა
შალვა პაპუაშვილი: Trump Tower წაახალისებს არა მხოლოდ ინვესტიციებს, არამედ უძრავი ქონების ბაზარზე ახალ სტანდარტს შემოიტანს
4 საათის წინ
შალვა პაპუაშვილი: Trump Tower წაახალისებს არა მხოლოდ ინვესტიციებს, არამედ უძრავი ქონების ბაზარზე ახალ სტანდარტს შემოიტანს
გადახედვა
გიორგი ვაშაძე: 10 მაისიდან 26 მაისამდე საყოველთაო კარდაკარი გვექნება
4 საათის წინ
გიორგი ვაშაძე: 10 მაისიდან 26 მაისამდე საყოველთაო კარდაკარი გვექნება
იმედი L-მა ავტოგაქირავების სექტორთან აქტიური თანამშრომლობა დაიწყო
4 საათის წინ
იმედი L-მა ავტოგაქირავების სექტორთან აქტიური თანამშრომლობა დაიწყო
გადახედვა
ლევან სანიკიძე: კი ცოტნე, მამაშენის დავალებით სცემდნენ ახალგაზრდებს საკუთარ სადარბაზოებთან, ამიტომ, მოდი დისკუსია საკუთარ სახლში გახსენი
4 საათის წინ
ლევან სანიკიძე: კი ცოტნე, მამაშენის დავალებით სცემდნენ ახალგაზრდებს საკუთარ სადარბაზოებთან, ამიტომ, მოდი დისკუსია საკუთარ სახლში გახსენი
გადახედვა
უფასო სასადილოები ჩემი შემოღებულია. ყველაზე ამორალური ამ ისტორიაში ისაა, რომ თან ჰპარავენ საჭმელს და თან აიძულებენ ხმა ქოცებს მისცენ
4 საათის წინ
უფასო სასადილოები ჩემი შემოღებულია. ყველაზე ამორალური ამ ისტორიაში ისაა, რომ თან ჰპარავენ საჭმელს და თან აიძულებენ ხმა ქოცებს მისცენ
გადახედვა
ცოტნე ივანიშვილი: ვგმობ ძალადობას და ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო.
4 საათის წინ
ცოტნე ივანიშვილი: ვგმობ ძალადობას და ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო.
გადახედვა
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) საცხოვრებელი სახლიდან გვიან ღამით გამოასვენეს
5 საათის წინ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) საცხოვრებელი სახლიდან გვიან ღამით გამოასვენეს
გადახედვა
ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში ყოფილი პრორუსი პრეზიდენტი რუმენ რადევი ლიდერობს
5 საათის წინ
ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში ყოფილი პრორუსი პრეზიდენტი რუმენ რადევი ლიდერობს
გადახედვა
ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა შიმპანზეებს შორის მიმდინარე “სამოქალაქო ომი” აღწერეს
19 აპრილი, 14:27
ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა შიმპანზეებს შორის მიმდინარე “სამოქალაქო ომი” აღწერეს
გადახედვა
შექმნეს ოსტეოართრიტის წამალი, რომელმაც ცხოველებში დაავადება უმარტივესად შეაქცია
17 აპრილი, 16:03
შექმნეს ოსტეოართრიტის წამალი, რომელმაც ცხოველებში დაავადება უმარტივესად შეაქცია
გადახედვა
ბნელი ენერგიის შემსწავლელი ინსტრუმენტის მეშვეობით კოსმოსის უდიდესი 3D რუკა შექმნეს
17 აპრილი, 14:56
ბნელი ენერგიის შემსწავლელი ინსტრუმენტის მეშვეობით კოსმოსის უდიდესი 3D რუკა შექმნეს
გადახედვა
ვინ იქნებოდნენ ქართველი მოჩვენებები, Ghosts რომ ჩვენთანაც გადაეღოთ
17 აპრილი, 14:30
ვინ იქნებოდნენ ქართველი მოჩვენებები, Ghosts რომ ჩვენთანაც გადაეღოთ
გადახედვა
კვანტური ინტერნეტი VPN-ს უსარგებლოდ აქცევს — ლოკაციის შენიღბვა შეუძლებელი იქნება
17 აპრილი, 14:17
კვანტური ინტერნეტი VPN-ს უსარგებლოდ აქცევს — ლოკაციის შენიღბვა შეუძლებელი იქნება
გადახედვა
სახალხო დამცველმა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვთა სათანადო მედიკამენტითა და მკურნალობით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
17 აპრილი, 14:09
სახალხო დამცველმა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვთა სათანადო მედიკამენტითა და მკურნალობით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
კვირის ტოპ-5
თურქეთში სკოლებზე თავდასხმის საქმეზე 67 პირი დააკავეს366 ნახვა
თურქეთის სკოლაში 14 წლის მოზარდმა 9 ადამიანი მოკლა289 ნახვა
პრემიერის, პრეზიდენტის და პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასები ₾1400-ით იზრდება და ₾16 000 გახდება276 ნახვა
პეტერ მადიარი აცხადებს, რომ აღარ დააფინანსებს CPAC-ს, რომელსაც “ოცნების” ლიდერები ყოველ წელს ესწრებოდა272 ნახვა
IPN: სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია229 ნახვა
გირჩევთ
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში — როგორ ქმნის საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობებს
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში — როგორ ქმნის საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობებს
გადახედვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ლიდერობის სიმწირე და გამორჩეული ლიდერების არარსებობა გამოკვეთილი პრობლემაა, თურქეთი და მისი ლიდერი გამონაკლისია
ირაკლი კობახიძე: ლიდერობის სიმწირე და გამორჩეული ლიდერების არარსებობა გამოკვეთილი პრობლემაა, თურქეთი და მისი ლიდერი გამონაკლისია
გადახედვა
საზოგადოება
საია 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 2008 წლის ომის დროს დაზარალებული დავით გიუნაშვილისა და 12 ბრალდებულის პატიმრობაში დატოვებას ეხმაურება
საია 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 2008 წლის ომის დროს დაზარალებული დავით გიუნაშვილისა და 12 ბრალდებულის პატიმრობაში დატოვებას ეხმაურება
ეკონომიკა
რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკის, UN Women-ისა და Mastercard-ის AI სტიპენდიის პროგრამა გოგოებისთვის
რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკის, UN Women-ისა და Mastercard-ის AI სტიპენდიის პროგრამა გოგოებისთვის
გადახედვა
კინო
სექსსიმბოლო თუ დაფასებული მსახიობი? — რას ფიქრობს პედრო ალმოდოვარი ჯეიკობ ელორდიზე
სექსსიმბოლო თუ დაფასებული მსახიობი? — რას ფიქრობს პედრო ალმოდოვარი ჯეიკობ ელორდიზე
გადახედვა
პოლიტიკა
განათლების მინისტრის მოადგილის თქმით, სკოლის ფორმების ღირებულება 100 ლარამდე იქნება
განათლების მინისტრის მოადგილის თქმით, სკოლის ფორმების ღირებულება 100 ლარამდე იქნება
გადახედვა
კოსმოსი
აბასთუმნის ობსერვატორიის მეცნიერებს NASA-ს ჯილდო გადაეცათ
აბასთუმნის ობსერვატორიის მეცნიერებს NASA-ს ჯილდო გადაეცათ
გადახედვა
მხატვრობა
7 მუსიკოსი, რომელიც ფანტასტიკურად ხატავდა
7 მუსიკოსი, რომელიც ფანტასტიკურად ხატავდა
ეკონომიკა
სპეციალური შეთავაზება SOLO მომხმარებლებისთვის — დაესწარით სპექტაკლ შერეკილების პრემიერას რეზო გაბრიაძის თეატრში
სპეციალური შეთავაზება SOLO მომხმარებლებისთვის — დაესწარით სპექტაკლ შერეკილების პრემიერას რეზო გაბრიაძის თეატრში
საზოგადოება
Aqualia 2026 წლის წყალმომარაგების საუკეთესო კომპანიების ხუთეულშია
Aqualia 2026 წლის წყალმომარაგების საუკეთესო კომპანიების ხუთეულშია
ახლა კითხულობენ
გადახედვა
სეს: ქვემო ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და სამცხე-ჯავახეთში ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრები აშენდება
17 აპრილი, 11:58
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმის ფარგლებში ცხოველთა სამი ახალი…
სუს: მამუკა მდინარაძე ჩეხეთში იმყოფებოდა
თამარ ონიანი: [11პირის საქმეზე] გადაწყვეტილებებში არ იყო მტკიცებულებათა იმგვარი ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში
ალდაგი TEDxTbilisi-ის მხარდამჭერია I წლევანდელი თემაა: პატარა ნაბიჯები
რომან გოცირიძე: ეროვნულ ბანკს უარი უნდა ეთქვა “ლიბერთი ბანკის”, როგორც სპეციფიკური, სოციალურად ყველაზე მგრძნობიარე და უნიკალური პერსონალური ინფორმაციის მფლობელი ბანკის ჩინური კომპანიისათვის მიყიდვაზე