იუპიტერის სინანული და ჯემალ ქარჩხაძის სხვა მოთხრობების ახალი კრებული

ფასიანი განთავსება
იუპიტერის სინანული და ჯემალ ქარჩხაძის სხვა მოთხრობების ახალი კრებული
ფოტო: ქარჩხაძის გამომცემლობა
6
წაკითხვა
“იუპიტერი — გაგიმხელთ, თანამოღმერთენო. ან კი რა მაქვს დასამალი! ამას წინათ დროის საბძელში შევიხედე და თვალწინ ისეთი შემზარავი სურათი გადამეშალა, შევძრწუნდი და ვინანე, რომ წმინდა იდეას ნივთიერი სახე მივეცი. მას აქეთ ვფიქრობ და, რაც მეტს ვფიქრობ, მით უფრო ვრწმუნდები: სამყაროს შექმნა შეცდომა იყო“. იუპიტერი გმინავს, ძრწიან ღმერთები, განაჩენი უნდა გამოიტანოს, უნდა გადაიხედოს ადამიანთა ბედი. კვლავ წარღვნა მოუვლინონ? რით დასაჯონ ამჯერად. რატომ უნდა დასაჯონ? რადგან თავის ნებას მიცემული, თავნება არსებები, ანუ ადამიანები, იუპიტერს აშინებენ, მათი აბსოლუტურად უმართავი, გაუმართლებელი ქმედებები ყოვლის მნახველი ღმერთისთვისაც კი შემზარავია.
იუპიტერის სინანული ჯემალ ქარჩხაძის შემოქმედების ერთ-ერთი ცნობილი, ერთგულ მკითხველთა შორის ხშირად განხილული მოთხრობაა. ავტორი ყველასთვის ნაცნობ, მნიშვნელოვან და საინტერესო თემებს ეხება: დედაშვილობა, ძალაუფლება, ადამიანის ნების თავისუფლების საზღვრები, მკვლელობა და სინანული, სასჯელის ფორმები და შურისძიება, პატიება და მიტევება. მანკიერი არსებები, ანუ ადამიანები, მუდამ გასაოცარ სისასტიკეს იჩენენ ხოლმე, თავად ღმერთების გაოგნებასაც რომ ახერხებენ.
მოთხრობის მთავარი პერსონაჟები ისტორიული ფიგურები არიან. ნერონი და აგრიპინა, სამკვდრო-სასიცოცხლოდ ერთმანეთს გადაკიდებული დედა-შვილი, რომის იმპერიის კიდევ ერთი სისხლიანი ისტორია. ფაქტები, რომლებსაც ჯემალ ქარჩხაძე მოთხრობაში აცოცხლებს, ისტორიულ სინამდვილეს ეყრდნობა, რამდენადაც ეს ჩვენთვის სხვადასხვა წყაროთია ცნობილი. ქარჩხაძისეული საოცარი ოსტატობითაა გაცოცხლებული თითოეული ისტორიული პერსონაჟი, როგორები შეიძლება ყოფილიყვნენ, რა დიალოგები და განცდები შეიძლება ჰქონოდათ და რაც ყველაზე მთავარია, როგორ შეიძლება ადამიანი მივიდეს უკიდურეს გადაწყვეტილებამდე, როგორია გეგმავდე საკუთარი დედის მკვლელობას.
“იუპიტერი — მე მათ ზნეობის კანონები მივეცი, მათ კი ჩემი კანონები ფეხქვეშ გათელეს“ — იუპიტერის ეს ფრაზა მხოლოდ ნერონის მისამართით არ თქმულა, ესაა ზოგადსაკაცობრიო ტკივილი. წესები, კანონები, მორალი, ღირსება და პასუხისმგებლობა და კიდევ მრავალი სხვა რამ ქმნის ადამიანს ადამიანად, მოაზროვნე არსებად, რომელსაც აქვს ასევე თავისუფლება, საკუთარი ნება. სწორედ თავისუფლება და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება ხდება ხშირად ადამიანის ზღვარგადასული ქმედების საწყისი.
“რას ერჩით, უკვდავებო, საწყალ კაცს? რატომ დაუდგინეთ, რომ ადრე თუ გვიან ყველაფერი უნდა მოეკითხოს და ყველაფერი უნდა გადახდეს?! როგორ აუფერულებს ჩვენს ნამოქმედართა სიდიადეს შურისძიების ეს მუდმივი შიში! რატომ უნდა მოგვეკითხოს? რატომ გვადებთ ბორკილებს და რატომ არ გვაძლევთ გასაქანს, უკვდავებო? გშურთ ადამიანის თავისუფლება? თუ გეშინიათ ადამიანის თავისუფლების?…“ — მოთხრობიდან ეს ამონარიდი, ალბათ, კიდევ ერთხელ ადასტურებს ჯემალ ქარჩხაძის საოცარ ოსტატობას. მკითხველისთვის ისმება კითხვები, რომლებზეც თითოეული ჩვენგანი ჩვენებურად, ანგარიშმიუცემლად აუცილებლად ვუპასუხებთ და ჩვენი პასუხების მიხედვით, შესაძლოა, კვლავ განვარისხოთ იუპიტერი.
ქარჩხაძის გამომცემლობის ახალ სერიაში, რომელიც ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობებს აერთიანებს, უკვე ორი წიგნია. პირველ წიგნში შესული მოთხრობებია: გუბე, მარიანა, მეთერთმეტე მცნება, აბზიანიძეების ოჯახი, მაგნოლიის ყვავილი ანუ ბებია ანას გარდაცვალება, იგი, დღე ერთი. ახლახან გამოსულ მეორე წიგნში კი გაერთიანებულია მოთხრობები: ბედნიერების მაძიებელი უფლისწული, სასწაული, კაპიტონ მანაგაძის ბოლო ექსპერიმენტი, გიგანტი, ჭოლა, დრო, იუპიტერის სინანული. ჯემალ ქარჩხაძის თითოეული ეს მოთხრობა ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავდება, თუმცა ავტორისეული დიდი, საერთო სათქმელი მუდამ ახსენებს თავს მკითხველს — ვინ არის ადამიანი, როგორია ადამიანთა შინაგანი სამყარო, სულ სხვადასხვანაირი და მრავალფეროვანი, ხანდახან შემაძრწუნებელი და ხანაც ფაქიზი.
სტატიის ავტორი: ნინაკო ღლონტი
კომენტარები
იუპიტერის სინანული და ჯემალ ქარჩხაძის სხვა მოთხრობების ახალი კრებული
6 წუთის წინ
იუპიტერის სინანული და ჯემალ ქარჩხაძის სხვა მოთხრობების ახალი კრებული
გადახედვა
ახლა, როცა დიქტატორი უკვე ღიად აპირებს თავისი შვილის პრემიერად დანიშვნას და დინასტიური მმართველობის ჩაბეტონებას, რა დროს წარსულის გარჩევებია?
17 წუთის წინ
ახლა, როცა დიქტატორი უკვე ღიად აპირებს თავისი შვილის პრემიერად დანიშვნას და დინასტიური მმართველობის ჩაბეტონებას, რა დროს წარსულის გარჩევებია?
გადახედვა
სოსო ფხაკაძე: Trump Tower Tbilisi ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას პრემიუმ უძრავი ქონების გლობალურ ბაზარზე”
39 წუთის წინ
სოსო ფხაკაძე: Trump Tower Tbilisi ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას პრემიუმ უძრავი ქონების გლობალურ ბაზარზე”
გადახედვა
Blue Origin-მა გამოყენებული რაკეტა ხელახლა გაუშვა და უკან წარმატებით დააბრუნა — ნახეთ
52 წუთის წინ
Blue Origin-მა გამოყენებული რაკეტა ხელახლა გაუშვა და უკან წარმატებით დააბრუნა — ნახეთ
გადახედვა
ვინ და სად აშენებს Trump Tower-ს? — რა ვიცით პროექტზე
ერთი საათის წინ
ვინ და სად აშენებს Trump Tower-ს? — რა ვიცით პროექტზე
გადახედვა
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პარტიების აკრძალვის სარჩელისთვის წევრთა ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა
ერთი საათის წინ
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პარტიების აკრძალვის სარჩელისთვის წევრთა ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა
გადახედვა
ფეისბუქსა და ლინკდინზე 10-დან 9 ინგლისური პოსტი -ის დაწერილია — კვლევა
ერთი საათის წინ
ფეისბუქსა და ლინკდინზე 10-დან 9 ინგლისური პოსტი -ის დაწერილია — კვლევა
გადახედვა
ზაქარია გვიშიანი: რეგისტრირებულ მედიკამენტზე ახლა იმის საუბარი, ეს ბავშვებს ხომ არ დააზიანებს, აბსურდულია
2 საათის წინ
ზაქარია გვიშიანი: რეგისტრირებულ მედიკამენტზე ახლა იმის საუბარი, ეს ბავშვებს ხომ არ დააზიანებს, აბსურდულია
გადახედვა
ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დიუშენის სამკურნალო პრეპარატი რისკის შემცველია
2 საათის წინ
ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დიუშენის სამკურნალო პრეპარატი რისკის შემცველია
გადახედვა
იმ პოლიტიკით, რომელსაც “ქართული ოცნება” ახორციელებს, ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა, შესაბამისად, მშვიდობას მოაქვს ინვესტიციები — კალაძე Trump Tower-ის პროექტზე
2 საათის წინ
იმ პოლიტიკით, რომელსაც “ქართული ოცნება” ახორციელებს, ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა, შესაბამისად, მშვიდობას მოაქვს ინვესტიციები — კალაძე Trump Tower-ის პროექტზე
გადახედვა
ადასტურებს, რომ ირანი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე თავდასხმას გეგმავდა
2 საათის წინ
ადასტურებს, რომ ირანი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე თავდასხმას გეგმავდა
გადახედვა
-ში კაცმა 8 ბავშვი მოკლა, მათგან 7 საკუთარი შვილი იყო
2 საათის წინ
-ში კაცმა 8 ბავშვი მოკლა, მათგან 7 საკუთარი შვილი იყო
გადახედვა
მოძრაობა “ხმა” უფასო სასკოლო კვების დასანერგად ხელმოწერების შეგროვებას იწყებს
2 საათის წინ
მოძრაობა “ხმა” უფასო სასკოლო კვების დასანერგად ხელმოწერების შეგროვებას იწყებს
გადახედვა
მარნეულში პოლიციამ ბრალდებულის სახით 25 წლის კაცი დააკავა, რომელმაც მეზობელი ცივი იარაღით დაჭრა
3 საათის წინ
მარნეულში პოლიციამ ბრალდებულის სახით 25 წლის კაცი დააკავა, რომელმაც მეზობელი ცივი იარაღით დაჭრა
გადახედვა
10 წელიწადში AI ტიმოთი შალამეს პროფესიას აითვისებს, თუმცა ბალეტს ვერ ჩაანაცვლებს — შარლიზ ტერონი
3 საათის წინ
10 წელიწადში AI ტიმოთი შალამეს პროფესიას აითვისებს, თუმცა ბალეტს ვერ ჩაანაცვლებს — შარლიზ ტერონი
გადახედვა
ჩინეთში დისიდენტი ხელოვანი მაო ძედუნის სატირული ქანდაკებების გამო გაასამართლეს
3 საათის წინ
ჩინეთში დისიდენტი ხელოვანი მაო ძედუნის სატირული ქანდაკებების გამო გაასამართლეს
გადახედვა
ძალადობამ ჩამოაყალიბა შარლიზ ტერონი, მაგრამ არ განსაზღვრავს მას — ინტერვიუ
5 საათის წინ
ძალადობამ ჩამოაყალიბა შარლიზ ტერონი, მაგრამ არ განსაზღვრავს მას — ინტერვიუ
გადახედვა
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები მოგმართავთ, რომ შემოგვიერთდეთ ყოველ ორშაბათს 17:00-ზე სახელმწიფო კანცელარიის წინ
5 საათის წინ
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები მოგმართავთ, რომ შემოგვიერთდეთ ყოველ ორშაბათს 17:00-ზე სახელმწიფო კანცელარიის წინ
გადახედვა
დენიელ რედკლიფმა ჰარი პოტერის ფილმები ერთმანეთს შეადარა და გაგვიმხილა, რომელია სიის ბოლოში
5 საათის წინ
დენიელ რედკლიფმა ჰარი პოტერის ფილმები ერთმანეთს შეადარა და გაგვიმხილა, რომელია სიის ბოლოში
გადახედვა
: Trump Tower წაახალისებს არა მხოლოდ ინვესტიციებს, არამედ უძრავი ქონების ბაზარზე ახალ სტანდარტს შემოიტანს
5 საათის წინ
: Trump Tower წაახალისებს არა მხოლოდ ინვესტიციებს, არამედ უძრავი ქონების ბაზარზე ახალ სტანდარტს შემოიტანს
გადახედვა
14 წლის გოგოს ცხედრის მანქანაში პოვნიდან 7 თვის თავზე ბრალს წაუყენებენ მომღერალ d4vd-ს
6 საათის წინ
14 წლის გოგოს ცხედრის მანქანაში პოვნიდან 7 თვის თავზე ბრალს წაუყენებენ მომღერალ d4vd-ს
კვირის ტოპ-5
ქვიზი: გამოიცანი ქართული ფილმი სუფრით10605 ნახვა
ქვიზი: გამოიცანი, რა ღირს საკვები პროდუქტი7079 ნახვა
მილიონ დოლარად შეფასებული პიკასოს ნახატი სულ რაღაც $116-ად გაიყიდება2955 ნახვა
რას უსმენდნენ ასტრონავტები მთვარეზე — ნახეთ ფლეილისტი2797 ნახვა
შეავსე ქვიზი და გაიგე, Palitra L-ის რომელი ახალი საკითხავი დაგხვდება თბილისის წიგნის ბაზრობაზე2206 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
პოლიტიკა
: 10 მაისიდან 26 მაისამდე საყოველთაო კარდაკარი გვექნება
: 10 მაისიდან 26 მაისამდე საყოველთაო კარდაკარი გვექნება
გადახედვა
პოლიტიკა
ლევან სანიკიძე: კი ცოტნე, მამაშენის დავალებით სცემდნენ ახალგაზრდებს საკუთარ სადარბაზოებთან, ამიტომ, მოდი დისკუსია საკუთარ სახლში გახსენი
ლევან სანიკიძე: კი ცოტნე, მამაშენის დავალებით სცემდნენ ახალგაზრდებს საკუთარ სადარბაზოებთან, ამიტომ, მოდი დისკუსია საკუთარ სახლში გახსენი
გადახედვა
პოლიტიკა
უფასო სასადილოები ჩემი შემოღებულია. ყველაზე ამორალური ამ ისტორიაში ისაა, რომ თან ჰპარავენ საჭმელს და თან აიძულებენ ხმა ქოცებს მისცენ
უფასო სასადილოები ჩემი შემოღებულია. ყველაზე ამორალური ამ ისტორიაში ისაა, რომ თან ჰპარავენ საჭმელს და თან აიძულებენ ხმა ქოცებს მისცენ
გადახედვა
პოლიტიკა
ცოტნე ივანიშვილი: ვგმობ ძალადობას და ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო.
ცოტნე ივანიშვილი: ვგმობ ძალადობას და ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო.
გადახედვა
საზოგადოება
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) საცხოვრებელი სახლიდან გვიან ღამით გამოასვენეს
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) საცხოვრებელი სახლიდან გვიან ღამით გამოასვენეს
გადახედვა
პოლიტიკა
ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში ყოფილი პრორუსი პრეზიდენტი რუმენ რადევი ლიდერობს
ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში ყოფილი პრორუსი პრეზიდენტი რუმენ რადევი ლიდერობს
გადახედვა
მეცნიერება
ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა შიმპანზეებს შორის მიმდინარე “სამოქალაქო ომი” აღწერეს
ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა შიმპანზეებს შორის მიმდინარე “სამოქალაქო ომი” აღწერეს
გადახედვა
Sci-Tech
შექმნეს ოსტეოართრიტის წამალი, რომელმაც ცხოველებში დაავადება უმარტივესად შეაქცია
შექმნეს ოსტეოართრიტის წამალი, რომელმაც ცხოველებში დაავადება უმარტივესად შეაქცია
გადახედვა
კოსმოსი
ბნელი ენერგიის შემსწავლელი ინსტრუმენტის მეშვეობით კოსმოსის უდიდესი 3D რუკა შექმნეს
ბნელი ენერგიის შემსწავლელი ინსტრუმენტის მეშვეობით კოსმოსის უდიდესი 3D რუკა შექმნეს
გადახედვა
კიბერ უსაფრთხოება
კვანტური ინტერნეტი VPN-ს უსარგებლოდ აქცევს — ლოკაციის შენიღბვა შეუძლებელი იქნება
კვანტური ინტერნეტი VPN-ს უსარგებლოდ აქცევს — ლოკაციის შენიღბვა შეუძლებელი იქნება
ახლა კითხულობენ
გადახედვა
სახალხო დამცველმა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვთა სათანადო მედიკამენტითა და მკურნალობით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
17 აპრილი, 14:09
საქართველოს სახალხო დამცველმა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვთა სათანადო მედიკამენტითა და მკურნალობით…
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში — როგორ ქმნის განათლების შესაძლებლობებს
: ლიდერობის სიმწირე და გამორჩეული ლიდერების არარსებობა გამოკვეთილი პრობლემაა, თურქეთი და მისი ლიდერი გამონაკლისია
საია 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 2008 წლის ომის დროს დაზარალებული დავით გიუნაშვილისა და 12 ბრალდებულის პატიმრობაში დატოვებას ეხმაურება
რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკის, UN Women-ისა და Mastercard-ის AI სტიპენდიის პროგრამა გოგოებისთვის