მეცნიერებმა ქარვაში 35 მილიონი წლის წინ გაქვავებული უცნაური ობობასნაირი აღმოაჩინეს

ფოტო: Jonas Damzen
მთიბავები (Harvestmen) შესახედავად ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ობობასნაირები (არაქნიდები) არიან და როგორც ჩანს, ასე იყო მილიონობით წლის წინაც.
და, აი, ახლა უკრაინასა და ბალტიის რეგიონში 35 მილიონი წლის ქარვის ნიმუშში განსაკუთრებით უცნაური სახეობის მთიბავები აღმოაჩინეს.
ახალი სახეობა, Balticolasma wunderlichi, მიეკუთვნება ორთოლაზმატინების სახელით ცნობილ მთიბავებს.
დღეს ამ ჯგუფის მთიბავები ევროპაში უკვე გადაშენებულია, მაგრამ ახალი აღმოჩენის თანახმად, ეს არაქნიდები საკმაოდ გავრცელებული ყოფილა გვიანდელ ეოცენში. ეს ის დროა, როცა ჩრდილოეთ ევროპა თბილი, ზომიერი და უფრო ნესტიანიც კი იყო.
ეს ასევე ორთოლაზმატინების პირველი ნამარხებია, რომლებიც ოდესმე აღმოუჩენიათ.
ფოტო: Acta Palaeontologica Polonica
“ევროპული ქარვის საბადოებში ორთოლაზმატინის მთიბავების აღმოჩენამ გაგვაოცა. ამ ცხოველების მონათესავე სახეობები ამჟამად მხოლოდ აღმოსავლეთ აზიაში, ასევე ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაში გვხვდებიან. როგორც ჩანს, 35 მილიონი წლის წინ, ეოცენის ეპოქაში, ეს ორგანიზმები ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გაცილებით ფართოდ იყვნენ გავრცელებულნი, ვიდრე დღეს არიან”, — თქვა ბავარიის ბუნების ისტორიის მეცნიერმა და კვლევის წამყვანმა ავტორმა კრისტიან ბარტელიმ.
მკვლევრებმა არაქნიდის გარეგნობა შეისწავლეს. მას რვა ჯვარედინი ფეხი ჰქონდა, რომელთაგანაც მეორე წყვილი ბევრად გრძელია დანარჩენებზე. სკანირებით ასევე გამოვლინდა რამდენიმე უფრო მნიშვნელოვანი ტაქსონომიური დეტალი, როგორიცაა თითოეული სქესის სასქესო ორგანოების სტრუქტურა (არაქნიდების იდენტიფიკაციის აუცილებელი მახასიათებელი).
ბალტიისპირული ქარვის ნიმუში მამრისაა, ხოლო როვნოს ქარვის ნიმუში მდედრია და ის ჩრდილო-დასავლეთ უკრაინაში აღმოაჩინეს.
ახლა ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ეოცენის დროს ბალტიისა და შავ ზღვებს შორის მდებარე ტერიტორია (თანამედროვე , , ლატვია, ლიეტუვა და ბელარუსი) გაცილებით თბილი, შესაძლოა, სუბტროპიკული ადგილიც კი იყო.
მკვლევრების თქმით, დამატებითი ნამარხების აღმოჩენა სხვა წყაროებშიც იქნება საჭირო. უკვე ამის შემდეგ შევძლებთ ამ არსებების ისტორიის აღდგენას.
კვლევა ჟურნალ Acta Palaeontologica Polonica-ში გამოქვეყნდა.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.
კომენტარები
კვირის ტოპ-5
შექმნეს ოსტეოართრიტის წამალი, რომელმაც ცხოველებში დაავადება უმარტივესად შეაქცია2002 ნახვა
ჩატბოტები გვეპირფერებიან — ახალი კვლევის შედეგები არასახარბიელოა1245 ნახვა
აბასთუმნის ობსერვატორიის მეცნიერებს NASA-ს ჯილდო გადაეცათ922 ნახვა
დედამიწის ორბიტის გასწვრივ მეტეორების ახალი წყარო აღმოაჩინეს864 ნახვა
რა იქნება Artemis 2-ის შემდეგ — ყველაფერი, რაც NASA-ს სამომავლო მისიებზე უნდა იცოდეთ514 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა

შექმნეს ცხვირის სპრეი, რომელმაც თაგვებში ტვინის დაბერება უკუაქცია
შექმნეს ცხვირის სპრეი, რომელმაც თაგვებში ტვინის დაბერება უკუაქცია
გადახედვა
კოსმოსი
ბნელი ენერგიის შემსწავლელი ინსტრუმენტის მეშვეობით კოსმოსის უდიდესი 3D რუკა შექმნეს
ბნელი ენერგიის შემსწავლელი ინსტრუმენტის მეშვეობით კოსმოსის უდიდესი 3D რუკა შექმნეს
ეკონომიკა
პირველი ნაბიჯის შიში: 3 რჩევა მათთვის, ვისაც ფინანსური ბაზრების ეშინია
პირველი ნაბიჯის შიში: 3 რჩევა მათთვის, ვისაც ფინანსური ბაზრების ეშინია
გადახედვა

ცუკერბერგი საკუთარ -კლონს ქმნის, რომელიც თანამშრომლებს თვალყურს მიადევნებს
ცუკერბერგი საკუთარ -კლონს ქმნის, რომელიც თანამშრომლებს თვალყურს მიადევნებს
გადახედვა
Sci-Tech
შესაძლოა, კაშალოტებს ადამიანების მსგავსი კომუნიკაციის სისტემა ჰქონდეთ
შესაძლოა, კაშალოტებს ადამიანების მსგავსი კომუნიკაციის სისტემა ჰქონდეთ
გადახედვა

ტესტი: რა იცი დუშენის კუნთოვანი დისტროფიის შესახებ?
ტესტი: რა იცი დუშენის კუნთოვანი დისტროფიის შესახებ?
გადახედვა
მეცნიერება
ლაბორატორიაში პლასტმასა პარკინსონის სამკურნალო პრეპარატად გარდაქმნეს
ლაბორატორიაში პლასტმასა პარკინსონის სამკურნალო პრეპარატად გარდაქმნეს
გადახედვა
Next საქართველო
ვიდეო: ელენე ჟურავლიოვა ილიაუნიზე, პროგრამების დახურვასა და განათლების რეფორმაზე
ვიდეო: ელენე ჟურავლიოვა ილიაუნიზე, პროგრამების დახურვასა და განათლების რეფორმაზე
გადახედვა
მეცნიერება
მასშტაბური კვლევის თანახმად, ქორწინება კიბოს განვითარების რისკის შემცირებასთანაა დაკავშირებული
მასშტაბური კვლევის თანახმად, ქორწინება კიბოს განვითარების რისკის შემცირებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა

ჰარვარდის პროფესორის თქმით, შეიმუშავეს ალგორითმი, რომელმაც შეიძლება “უსასრულო მეხსიერება” მოგვცეს
ჰარვარდის პროფესორის თქმით, შეიმუშავეს ალგორითმი, რომელმაც შეიძლება “უსასრულო მეხსიერება” მოგვცეს