იაგო ხვიჩია: ირაკლი კობახიძის მინისტრებს რომ ნდობა გამოვუცხადო უმრავლესობაში უნდა გადავიდე და მე მგონი …

ირაკლი კობახიძის მინისტრებს რომ ნდობა გამოვუცხადო უმრავლესობაში უნდა გადავიდე და მე მგონი, არავისთვის არანაირი საფუძველი არ მიმიცია, უმრავლესობაში გადასვლას რომ ვაპირებდე, – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა, მ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მთავრობის გუნდში შეცვლილ ორ ადამიანთან – ირაკლი სთან და ირაკლი ჩიქოვანთან ექნებოდა კითხვა იმის შესახებ, “თუ რა არ მოსწონდათ წინამორბედებში და რას შეცვლიან”.
“ჩვენ ამ მინისტრებს ყოველ თვე პერიოდულად ველაპარაკებოდით. იგივე მინისტრებია მოგეხსენებათ, ორი ადამიანია სულ ახალი და ამ ორ ადამიანთან თუ რამე შეკითხვა მექნებოდა, მექნებოდა ის, რომ რა არ მოსწონდათ წინამორბედში და რას შეცვლიდნენ. რა იქნება იმ დარგში ახალი, რაც ჩაიბარეს,” – განაცხადა ხვიჩიამ.