: [ირაკლი ] გაცვეთილი ცოცხია (ვიდეო)

“[] გაცვეთილი ცოცხია, რომელსაც დიდი დღე აღარ უწერია” – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილისთვის დამახასიათებელია ის, რაც ახლა “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრის თავს ხდება – “დაუგრძელა საბელი, შეუქმნა ილუზია დამოუკიდებლად მართვის და თან დოსიეს აგროვებდა ამ პერიოდში”. 

აღნიშნავს, რომ “ქართული ოცნების” დამფუძნებლის ამოცანაა, რომ ვიღაცას თავისი “ცოდვები აკიდოს”. 

მაშინ იყო ახალი ცოცხი და ახალი ცოცხი ისე მუშაობდა, ახლა არის ძველი ცოცხი და ძველი ცოცხი ისე მუშაობს, როგორც მისი წინამორბედი. [ირაკლი ] გაცვეთილი ცოცხია, რომელსაც დიდი დღე აღარ უწერია. 

ბევრი ნიშანია ამის, ბევრი სიმპტომია, პატარ-პატარა არგუმენტები, რაც კომპლექტში ამას ნიშნავს და პოლიტიკური ლოგიკა ამაზე მეტყველებს. ახლა მე დაბეჯითებით ვერ ვილაპარაკებ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

ბიძინასთვის დამახასიათებელია ის, რაც კობახიძის თავს ხდება, დაუგრძელა საბელი, შეუქმნა ილუზია დამოუკიდებლად მართვის და თან დოსიეს აგროვებდა ამ პერიოდში.

საბოლოო ჯამში, ბიძინას ამოცანა რა არის, მისი სტატუსი როგორია ამ ქვეყანაში, ის იღებს ყველა გადაწყვეტილებას, მაგრამ პასუხისმგებელი არაფერზე არ არის. როდესაც შენ გადაწყვეტილებებს იღებ და პასუხისმგებლობას არ იღებ, გარკვეულ ციკლებში გჭირდება, რომ ვიღაცას ეს მთელი ცოდვები აკიდო და ჩარეცხო საბოლოო ჯამში. ცოდვების მეტი რა არის. თავად არაფერს არ თვლის ცოდვად იმიტომ, რომ თავად აკეთებდა ბიძინა ამას ყველაფერს, მაგრამ საზოგადოების თვალში რაც ითვლება ცოდვად, ყველაფერს არა, მაგრამ ნაწილი უნდა აკიდოს და გაისტუმროს, ისევე როგორც გახარიას აკიდეს იმ ცნობილი მოვლენების პასუხისმგებლობა, კვირიკაშვილსაც აკიდეს, რომ შიმშილობდნენ ბავშვები და ა.შ..

პოლიტიკური ლოგიკით, ეს საბელი იმდენად არის დამოკლებული, რომ ამ საბელზე უნდა ჩამოახრჩონ,” – განაცხადა გია ხუხაშვილმა. 

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)