2 ჯილდო ანდრო ჭიჭინაძესა და გიორგი ოკმელაშვილს

საპროტესტო აქციების დროს დაპატიმრებული მსახიობის ანდრო ჭიჭინაძის ხმითა და რეჟისორ გიორგი ოკმელაშვილის სცენარით გადაღებულ კლიპს 2 საერთშორისო ჯილდო გადაეცა. ვერცხლისა და ბრინჯაოს ჯილდოები მათ Clio Awards-ის ორ სხვადასხვა კატეგორიაში  – რეჟისურა და კრეატიული გარღვევა მიიღეს სარეკლამო კლიპისთვის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“. ეს არის კრეატიული სააგენტო Playmakers-ის მიერ შექმნილი სარეკლამო კლიპი PSP-სთვის , რომელშიც ნინო კასრაძე, კახა კინწურაშვილი, ირაკლი კვირიკაძე, მეგი კობალაძე, ქეთა შათირიშვილი, გიგა დათიაშვილი მონაწილეობენ. კლიპი 2025 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა. ვიდეოს მთავარი ხაზი მიჰყვება გოგოს, რომელიც ყოველდღიურად დადის ბაზარში, ყიდულობს გალიაში გამომწყვდეულ ფრინველებს, შემდეგ მიჰყავს ტყეში და  მათ თავისუფლებას ანიჭებს.Clio Awards-ის დაჯილდოება 1959 წლიდან იმართება და მას სარეკლამო სფეროს “ოსკარს” უწოდებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)

ალექს ჩიღვინაძე: სტურუა 50 წლის წინ იყო „კავკასიური ცარცის წრის“ რეჟისორი, დღეს ის „ვეფხისტყაოსნის“ რეჟისორია. “ცარცის წრე” ვერ იქნება ინდულგენცია და ვერ გაამართლებს დღევანდელ მხატვრულ კრახს