“ტურებს პირიქით, ვაიაფებთ… რომ გავაძვიროთ, ისედაც ცოტა მომხმარებელი გვყავს და მთლიანად დავკარგავთ“, – ამის შესახებ კომპანია „ტურები და ბილეთების“ დამფუძნებელმა, გერმანე ჭელიძემ BM.GE-სთან ისაუბრა.მისი თქმით, შიდა ტურებზე მომხმარებლების სიმცირის ფონზე სერვისის გაძვირება პრაქტიკულად შეუძლებელია, მიუხედავად იმისა, რომ ხარჯები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.„ვერ გავაძვირეთ, იმიტომ რომ ისედაც ხალხი არ არის. პირიქით, ვაიაფებთ, რომ ვინც ჯერ არ არის დაინტერესებული ტურში წასვლით, იმდენად იაფი იყოს, რომ მაინც გადაწყვიტოს წამოსვლა. ყველაფერი გაგვიძვირდა – საწვავი 30-40%-ით არის მომატებული, მაგრამ თუ ჩვენ გავაძვირებთ, ისედაც ცოტა მომხმარებელი გვყავს და მთლიანად დავკარგავთ“, – აცხადებს ჭელიძე.მისივე განმარტებით, ტურების ღირებულება განსხვავებულია და დამოკიდებულია რეგიონსა და მარშრუტზე. მას მაგალითად მცხეთის ტური მოჰყავს, რომელიც მოიცავს ჯვრის მონასტერს, სვეტიცხოველს, დედათა მონასტერსა და ღვინის დეგუსტაციას, 50 ლარი ღირს, ხოლო კახეთის ტური – 75 ლარი, რაც ასევე მოიცავს სხვადასხვა აქტივობას, მათ შორის მასტერკლასებსა და ექსკურსიებს.ჭელიძე 2026 წლის დასაწყისს არაერთგვაროვნად აფასებს. მისი თქმით, იანვარი შედარებით პოზიტიური იყო, თუმცა თებერვლიდან მდგომარეობა გაუარესდა, რაც მარტში განსაკუთრებით იგრძნობოდა.„მარტი ძალიან ცუდი იყო. ჩვეულებრივ, მარტში ზრდა ფიქსირდება ხოლმე, მაგრამ წელს თითქმის თებერვლის დონეზე დარჩა. პირველი კვარტალი მთლიანობაში ძალიან სუსტი გვქონდა. მომხმარებელთა ნაკადი დაახლოებით 28-30%-ით შემცირდა წინა პერიოდთან შედარებით, რამაც ფინანსურ მდგომარეობაზე პირდაპირ იმოქმედა. შესაბამისად, მარტში დაგეგმილი დაახლოებით ნახევარ მილიონ დოლარიანი ინვესტიცია, რომელიც ახალი ავტობუსების შეძენას ითვალისწინებდა, კრიზისის გამო უვადოდ გადავდეთ და არ ვიცით ამ პროექტს როდის განვახორციელებთ”, – თქვა მან.bm.ge
