„გამოირკვა, რომ „ქოცებიც” ხშირად აკითხავდნენ, ოღონდ ფულის „დასაწერად” – რას წერს სააკაშვილი

12
უფასო სასადილოები ჩემი შემოღებულია, 2002 წელს, ჯერ თბილისში და 2004 წელს, მთელს საქართველოში. ძალიან ხშირად ვაკითხავდი ხოლმე მათ მოულოდნელად, რათა შემემოწმებინა, რამეს ხომ არ აკლებდნენ ადამიანებს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.
„გამოირკვა, რომ „ქოცებიც” ხშირად აკითხავდნენ, ოღონდ სულ სხვა მიზნით – ფულის „დასაწერად”. ახლა როცა გაჭირვების გამო ბევრი ოჯახი მსოფლიოში გაბნეული და განადგურებულია, ამ არაადამიანებმა დაინახეს კიდევ ერთი საშუალება მოეპარათ მეტი ფული. რაც მეტია გაჭირვებული, მით მეტი სასადილოა საჭირო და რაც მეტი სასადილოა, მით მეტი სახრავი აქვთ კალაძის ბანდიტებს.
მითუმეტეს, როცა, დაჭერის შემდეგ, მათმა პატრონმა უცებ გამოისყიდა საპატიმროდან. აბა რა, ციხეში უნდა ჰყავდეთ კორუფციის მამხილებელი ხაბეიშვილი და კორუმპირებულები უნდა გრიალებდნენ.
ყველაზე ამორალური ამ ისტორიაში ისაა, რომ თან ჰპარავენ საჭმელს და თან აიძულებენ ხმა „ქოცებს” მისცენ. „ასე იცის ჯაყომა”, – წერს სააკაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)