“მეტოქეები მასზე ორმაგ მეურვეობას აწესებენ, წყობილებიდან გამოყავთ, მაგრამ…” – რა განაცხადა მაცარიმ კვარაცხელიაზე?

სერია A-ს 22-ე ტურში “ნაპოლიმ” “ვერონა” საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხა.
“პარტენოპეის” მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ მატჩის შემდეგ სხვადასხვა თემებზე, მათ შორის ზეც ისაუბრა.
“გვჯერა, რომ გამარჯვება დავიმსახურეთ. ვფიქრობ, პირველ ტაიმში პენალტს ვიმსახურებდით და შეხვედრის მთავარ არბიტრს ეპიზოდი გამეორებით უნდა ენახა.
როცა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა, ძველებურად აენთო. ამ მატჩმა მისი ხასიათი უკეთესობისკენ შეცვალა. ის ნამდვილი ჩემპიონია, ხვიჩაზე მეტოქეები ორმაგ მეურვეობას აწესებენ, წყობიდანაც ხშირად გამოჰყავთ, თუმცა ამ ბიჭს უზარმაზარი კლასი აქვს”, – განაცხადა მაცარიმ.
“ნაპოლი” 35 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 11
თებერვალს გასვლაზე “მილანს” დაუპირისპირდება.