აშშ-ს უმსხვილეს ბანკებს რეკორდული, $154 მლრდ ჭარბი კაპიტალი აქვთ – Bloomberg

შეერთებულ შტატებში, მსხვილმა ბანკებმა, როგორიცაა Goldman Sachs, Citigroup, Bank of America, ჭარბი კაპიტალი რეკორდულ მაჩვენებლამდე – $154 მლრდ-მდე გაზარდეს. ამის შესახებ Bloomberg წერს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, „ამერიკის უმსხვილესმა ბანკებმა ჭარბი კაპიტალის ციხესიმაგრე ააშენეს, რომელიც მათ ამჟამინდელ საჭიროებებს აღემატება “. ამის გათვალისწინებით, Morgan Stanley-ის ანალიტიკოსებმა ამ ბანკების რეიტინგი „მიმზიდველამდე“ აამაღლეს, რადგან მათ „აქვს ზედმეტ კაპიტალიზაციის უმაღლესი დონე აქვთ“.
ექსპერტებმა Bank of New York Mellon Corp-ის რეიტინგი „დაბალანსებულამდე” განაახლეს, მაგრამ შეამცირეს Northern Trust Corp-ის რეიტინგი.