სამოქალაქო აქტივისტი სალომე სიმონია:
ვიდრე ანდრო ჭიჭინაძეს ციხეში გამოკეტავდნენ, “სიცილით თერაპიის” ფონდი დააარსა მძიმე სენით დაავადებული ბავშვებისთვის.
ისეთ პაციენტებს ამხიარულებდნენ, რომლებიც ხშირად ვერც ინძრეოდნენ, მაგრამ თერაპიის დროს თვალები ბედნიერებისგან უბრწყინავდათ.
მერე ანდრო დაიჭირეს და თვეების განმავლობაში ასამართლებდნენ. ბოლო სასამართლოზე, სადაც ისევ პატიმრობაში დატოვეს, თქვა:
„აქამდე რომ არ მივსულიყავით, ეხლა სადაც ვართ მისულები, მაგიტომ ვიდექით იქ და გამოვხატავდით სრულიად მშვიდობიანად ჩვენს აზრს”.
სადამდე მივედით?
ანდრო, რომელიც უკურნებელი სენით დაავადებული ბავშვების გაღიმებაზე ზრუნავდა და თურმე აქედან ჰონორარი არასდროს აუღია – ციხეშია.
“ოცნება”, რომელიც ბავშვებს ძარცვავდა, ისევ ძალაუფლებაშია; დაავადებულ პატარებს პოლიციას უხვედრებს და არც კი ხვდება.
ანდრო გარეთ რომ იყოს, მგონია, დღეს ამ ბავშვების გვერდით იქნებოდა და როგორც ახლა იბრძვის ციხიდან, ისე იბრძოლებდა ყველაზე დიდი ფასეულობის – ბავშვების სიცოცხლის, ჯანმრთელობის, უსაფრთხოების – დეგრადაციის წინააღმდეგ.




