უკრაინამ ტაგანროგში დრონების საწარმოზე იერიში მიიტანა

უკრაინულმა ძალებმა 19 აპრილის ღამით ქალაქ ტაგანროგში დრონების საწარმოზე იერიში მიიტანეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა.
სამიზნე იყო ატლანტ-აეროს ქარხანა, რომელიც რუსული სამხედროებისთვის მოიერიშე და სადაზვერვო დრონებს აწარმოებს. დარტყმის შემდეგ ობიექტზე ხანძარი გაჩნდა. ზიანის სრული მასშტაბი ჯერ კიდევ შეფასების პროცესშია.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, კომპანია მოლნია ტიპის დრონებს და ორიონის უპილოტო საფრენი აპარატის კომპონენტებს აწარმოებს. ასევე, ქარხანა მართვადი ავიაბომბებისა და სარაკეტო სისტემებს აწარმოებს.
გარდა ამისა, უკრაინულმა ძალებმა დაარტყეს საბრძოლო მასალების საწყობს სოფელ ტრუდოვესთან, ოკუპირებულ ზაპორიჟჟიის ოლქში, ასევე ლოგისტიკურ საწყობებს დონეცკის ოლქის მანგუშის, ტოპოლინესა და მარიუპოლის რაიონებში.