2018 წლის პროტესტები ნიკარაგუაშიtbl.ge/7hdzაშშ-მ ნიკარაგუას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ლუის რობერტო კანას ნოვოას ადამიანების უფლებების მძიმე დარღვევისთვის სანქციები დაუწესა.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ სანქციები ნოვოას 2018 წელს ნიკარაგუაში ანტისამთავრობო დემონსტრაციების დროს მომიტინგეების სასტიკი დარბევის გამო დაუწესდა.
“თითქმის რვა წლის წინ, როსარიო მურილიოსა და დანიელ ორტეგას დიქტატურამ გააჩაღა სასტიკი რეპრესიების ტალღა იმ ნიკარაგუელების წინააღმდეგ, რომლებიც მამაცად დაუპირისპირდნენ რეჟიმის მზარდ ტირანიას, კორუფციასა და ძალადობას. დღეს, 2018 წლის აპრილის პროტესტების წლისთავის აღსანიშნავად და იმ 325-ზე მეტი დემონსტრანტის გასახსენებლად, რომლებიც ამის შემდეგ მოკლეს, ტრამპის ადმინისტრაცია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ლუის რობერტო კანას ნოვოას, ასახელებს 7031(c) მუხლის მიხედვით, ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებში მისი მონაწილეობის გამო” – ნათქვამია განცხადებაში.კომენტარებიბოლო სიახლეები