ტრამპი: თუ ირანი შეთანხმებას არ დადებს, ყველა ხიდსა და ელექტროსადგურს გავუნადგურებთ

ირანმა გუშინ ჰორმუზის სრუტეში ცეცხლის გახსნა გადაწყვიტა – ეს ჩვენი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრული დარღვევაა! ცეცხლი ფრანგულ გემისა და გაერთიანებული სამეფოს ტვირთმზიდს გაუხსნეს. ეს კარგი საქციელი არაა, ხომ?
ჩემი წარმომადგენლები მიემგზავრებიან ისლამაბადში, პაკისტანში – ისინი იქ ხვალ საღამოს მოლაპარაკებებისთვის იქნებიან.
ირანმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ კეტავს [ჰორმუზის] სრუტეს, რაც უცნაურია, რადგან ჩვენმა ბლოკადამ უკვე დახურა ის. ისინი გვეხმარებიან ისე, რომ არც იციან, და გასასვლელით სწორედ ისინი ზარალდებიან – დღეში 500 მილიონი დოლარით! შეერთებული შტატები არაფერს კარგავს. სინამდვილეში, ბევრი გემი ახლა მიემართება -სკენ _ ტეხასში, ლუიზიანაში და ალასკაში – მადლობა რევოლუციურ გუშაგებს, რომლებიც ყოველთვის ცდილობენ “მკაცრი ბიჭები” იყვნენ!
ჩვენ [ირანელებს]  ძალიან სამართლიან და გონივრულ შეთანხმებას ვთავაზობთ და ვიმედოვნებ, რომ ისინი მიიღებენ მას, რადგან თუ არა, შეერთებული შტატები ირანში ყველა ელექტროსადგურსა და თითოეულ ხიდს გაანადგურებს. საკმარისია “კარგი ბიჭობა”!
ისინი სწრაფად დათმობენ, მარტივად დათმობენ და, თუ არ მიიღებენ შეთანხმებას, ჩემთვის იქნება პატივი გავაკეთო ის, რაც უნდა გაკეთდეს და რაც სხვა პრეზიდენტებს უნდა გაეკეთებინათ ბოლო 47 წლის განმავლობაში. დროა დასრულდეს ირანის მკვლელი მანქანა!