ლუიზიანაში მასშტაბური სროლის შედეგად 8 ბავშვი დაიღუპა – მათ შორის ყველაზე პატარა 1 წლისაა, უფროსი კი – 14 | ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქალაქ შრიპორტის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც კრისტოფერ ბორდელონმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ინციდენტი 19 აპრილს, დილის 6 საათზე, ქალაქ შრიპორტში მოხდა. მისივე ცნობით, პოლიცია შემთხვევის ადგილას მას შემდეგ მივიდა, რაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 10 ადამიანი დაიჭრა. შემთხვევის შემდეგ ეჭვმიტანილი გაიქცა და მისი ლიკვიდაცია პოლიციამ ბოსიერ-პერიშის ტერიტორიაზე შეძლო. პოლიციამ მომხდრი შეაფასა როგორც “კონფლიქტი ოჯახურ ნიადაგზე”. ამ ეტაპზე დამატებითი დეტალები უცნობია




