ჯანდაცვის მინისტრმა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

„მინდა გამოვეხმაურო დიუშენის სინდრომის საკითხს, რომელიც ბოლო დღეებში ვნებათაღელვის საგანი გახდა. ძალიან რთულ საკითხზე მიწევს საუბარი, როდესაც დიუშენის სინდრომზე ვსაუბრობთ. ეს მართლაც მძიმე დიაგნოზია და არ მინდა, რომ არასწორი შთაბეჭდილებები შეიქმნას დამოკიდებულებებსა და პოზიციებთან დაკავშირებით.
აბსოლუტურად კარგად მესმის იმ ემოციებისა, რომლებიც აქვთ პაციენტებს, მათ მშობლებს, ოჯახის წევრებსა და გულშემატკივრებს. თავს ვალდებულად ვთვლი, რომ რამდენიმე დეტალი დავაზუსტოთ და საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ამ საკითხის ირგვლივ – ყოველი ფაქტის, კლინიკური დასკვნისა და გარემოების გაშუქებით. ამავდროულად, ეს აუცილებელია იმისთვისაც, რომ იმ ადამიანების სიყალბეს ავხადოთ ფარდა, რომლებიც ცდილობენ პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას“ – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.
მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე სამინისტროს ექნება დამატებითი კომუნიკაცია.
„ეს არ არის მარტივი საკითხი, რომელზეც იოლად შეიძლება საუბარი, მათ შორის, ეთერის მეშვეობითაც. ეს მეტად რთული და სენსიტიური თემაა. თუმცა, მერწმუნეთ, რომ ამ დღეებში დუმილი არ ნიშნავს ნაკლებ ემპათიას. პირიქით, ძალიან გვტკივა გული ამ ბავშვებისთვის. რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებთ და იმასაც განვმარტავთ, რას ვგეგმავთ და რა გაკეთებულა აქამდე ამ საკითხთან დაკავშირებით“ – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დათა გვასალია ლევან სანიკიძეს: ცოტა უხერხულია ცოტნე ივანიშვილსა და მის მამაზე საუბარი მაშინ, როცა საკუთარ სახლში პრინციპების გადაფასების ასეთი მასშტაბური კონვეიერი გაქვთ გამართული

ანამარია ქუთათელაძე: საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია სულ უფრო მეტად ემთხვევა საერთაშორისო მიდგომებს, რომლებიც ახალგაზრდების კეთილდღეობას განიხილავენ, როგორც მდგრადი განვითარების ერთ-ერთ მთავარ საფუძველს