ერიკ ტრამპი: ტრამპის სახელი უმაღლესი ხარისხის უძრავი ქონების პროექტებთან ასოცირდება, „ტრამპთაუერ თბილისი“ კი ამ მემკვიდრეობის გაგრძელებაა. მოხარულები ვართ, რომ საქართველოსთვის გლობალური რეპუტაციის მქონე ხარისხის შეთავაზება შეგვიძლია

ტრამპის სახელი მსოფლიოს ყველაზე მდიდრულ უძრავი ქონების პროექტებთან ასოცირდება, ხოლო Trump Tower Tbilisi ამ მემკვიდრეობის გაგრძელებაა. ვამაყობთ, რომ ამ გლობალურად აღიარებულ უმაღლეს სტანდარტს საქართველოში ვნერგავთ და განსაკუთრებით გვიხარია თანამშრომლობა ამ პროექტზე ასეთ პატივსაცემ და პროფესიონალ დეველოპერებთან.“- აცხადებს ერიკ ტრამპი, “ტრამპის ორგანიზაციის” აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი.
“არქი” ჯგუფთან, Biograpi Living-თან, The Sapir Organization-თან, Blox Group-თან და Finvest Georgia-სთან თანამშრომლობით, The Trump Organization საქართველოში თავის პირველ ბრენდირებულ პროექტს წარადგენს, რაც რეგიონში ფუფუნებისა და დიზაინის ახალ სტანდარტს დაამკვიდრებს. დაახლოებით 70-სართულიანი გამორჩეული ცათამბჯენი ქვეყნის ყველაზე მაღალი შენობა გახდება. იგი გადაჰყურებს ცენტრალურ პარკს და მრავალფუნქციური სივრცის მთავარ ცენტრად იქცევა, სადაც განთავსდება მდიდრული რეზიდენციები, პრემიუმ კლასის სავაჭრო ობიექტები, მსოფლიო დონის რესტორნები და განსაკუთრებულად შერჩეული ცხოვრების სტილის სერვისები.”-

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა