საქართველოს 3 უმსხვილესი დეველოპერი, ილია წულაია, ლაშა კვაჭაძე და სოსო ფხაკაძე თბილისში Trump Towers აშენებს.აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ოჯახის უძრავი ქონების კომპანია საქართველოს დედაქალაქში ადგილობრივ პარტნიორებთან, „Blox Group“, „Archi Group“ და „Biograpi Living“-თან ერთად, 70-სართულიანი ლაქშერი საცხოვრებელი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავს. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის ვებ გვერდზე.ერიკ ტრამპი [დონალდ ტრამპის შვილიო და Trump Organization-ის ვიცეპრეზიდენტი] თბილისის პროექტს გლობალური სტანდარტის გაფართოებად მიიჩნევს. მისი განცხადებით, აღნიშნული ცათამბჯენი საქართველოში კომპანიის უმაღლესი ხარისხის სტანდარტებს დაამკვიდრებს.ინფორმაციის თანახმად, კავკასიაში ტრამპის ბრენდის ახალი ცათამბჯენი აშენდება, რაც კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეცვალა ტრამპის ოჯახის კომპანიამ საზღვარგარეთ ბიზნესისადმი მიდგომა ტრამპის მეორე ადმინისტრაციის დროს.ცათამბჯენი მოიცავს ელიტურ საცხოვრებლებს, სავაჭრო სივრცეებს და სასტუმროს სტილის სერვისებს.მას არქიტექტურული კომპანია Gensler-ი აპროექტებს. პროექტში ასევე მონაწილეობს ნიუ-იორკში დაფუძნებული დეველოპერი და ტრამპის ყოფილი პარტნიორი Sapir Organization-ი.„The Trump Organization-ი და მისი პარტნიორები გეგმავენ Trump Tower Tbilisi-ის აშენებას, ის არის დაახლოებით 70-სართულიანი სხვადასხვა დანიშნულების პროექტი, რაც საქართველოს დედაქალაქში ყველაზე მაღალი შენობა იქნება“, – ციტირებს გამოცემა The Wall Street Journal-ი The Trump Organization-ის პროექტის პარტნიორების წარმომადგენლის კომენტარს.
