297 ათასი ლარი ბათუმის გაფორმების კონცეფციისთვის – მერია ახალი წლისთვის ემზადება

ბათუმის მერია საახალწლო ღონისძიებებისთვის თადარიგს უკვე იჭერს და ქალაქის გაფორმების ახალი კონცეფციის შემუშავებას გეგმავს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 297 ათას ლარს დახარჯავს. ჯამში, საშობაო-საახალწლო ღონისძიებებისთვის კი, ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტში 3 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

ახალი კონცეფცია ქალაქის გაფორმებისთვის უნდა ითვალისწინებდეს, როგორც არსებული საახალწლო აქსესუარების გამოყენებას, ასევე ახლის შეძენას.

ახალი კონცეფციის საფუძველზე უნდა მომზადდეს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაც.

მომსახურებას მერია ელექტრონული ტენდერით შეისყიდის, რომელიც ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ უკვე გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2026 წლის 24 აპრილს დაიწყება და 27 აპრილს დასრულდება.

კონცეფცია და ხარჯთაღრიცხვა კი, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღეში უნდა მომზადდეს.

ვრცლად