ცაგარეიშვილი: როცა იყო რთული გამოწვევები, ირაკლი კობახიძე ყოველთვის ახერხებდა გამოსავლის მოძებნას და, ვფიქრობ, მისი სიმშვიდე გადამდები იყო ყველასთვის, მათ შორის ოპონენტებისთვისაც

ირაკლი ში ღრმად ვარ დარწმუნებული. კარგად ვიცნობ მისი მუშაობის სტილს, კარგად გავიცანი ეს ადამიანი საქართველოს პარლამენტში, პარტიაში ერთად მუშაობის პერიოდში, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ის გამბედაობა, რომელიც მას ახასიათებს და სხარტი აზროვნება, რომელიც მას გამოარჩევს ბევრი კოლეგისგან, იქნება წარმატებების საწინდარი. სხვათა შორის, მის თვისებებს ხაზს უსვამს ჩვენი ოპოზიციაც.როცა იყო რთული გამოწვევები, ირაკლი ყოველთვის ახერხებდა გამოსავლის მოძებნას და, ვფიქრობ, მისი სიმშვიდე გადამდები იყო ყველასთვის, მათ შორის ოპონენტებისთვისაც. ვფიქრობ, რომ ამაში ცუდი არაფერია.

მით უმეტეს, საარჩევნო წელია, ქვეყანას სჭირდება დამშვიდება, დაწყნარება. მშვიდად, წყნარად უნდა მივიდეთ ჩვენს ოპოზიციასთან ერთად არჩევნებამდე და ღირსეულად ჩავატაროთ ეს , თავ-პირის მტვრევის გარეშე. დიდ იმედს ვიტოვებ, რომ ამ ყველაფერში დიდ როლს ითამაშებს“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი ტომ სალივანის განცხადებაზე – ეს ჰაერიდან მოტანილი სიტყვებია, ცოტა გასაკვირი და გულდასაწყვეტია, როდესაც ჩვენთან საუბრობენ დემოკრატიის უკუსვლაზე და მონღოლეთს უწოდებენ დემოკრატიის ოაზისს