საუკეთესო ადგილები ევროპაში ზამთრის „თბილად“ გასატარებლად – euronews

euronews-მა ზამთრისთვის კომფორტული ადგილები დაასახელა მათთვის, ვისაც მზეზე ყოფნა და ცივი ზამთრის დავიწყება სურს. პორტალი თბილი ზამთრის მსურველებს ევროპის მზიან ადგილებს სთავაზობს. ჩამონათვალშია: მადეირა პორტუგალიაში, სიცილია იტალიაში, კვიპროსი, კანარის კუნძულები და მალტა.
მადეირა, პორტუგალია
მადეირა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ეგზოტიკური კუნძულია ევროპის საუკეთესო პეიზაჟებით – ბოტანიკური ბაღებითა და თვალწარმტაცი სანაპიროთი.ზამთრის საშუალო ტემპერატურა დაახლოებით 21°C-ია.
სიცილია, იტალია
ზომიერი ხმელთაშუა ზღვის კლიმატის გამო სიცილია მთელი წლის განმავლობაში აზიდავს ტურისტებს. იანვარშიც კი, საშუალო ტემპერატურა დაახლოებით 16°C რჩება.
იმის გამო, რომ კუნძული ზამთარში ნაკლებად ხალხმრავალია, ვიდრე წლის სხვა დროს, ვიზიტორებს შეუძლიათ დატკბნენ განსაცვიფრებელი ბაროკოს სტილის ქალაქებითა და არქეოლოგიური ადგილებით.
კვიპროსი
Euronews-ი წერს, რომ ჭეშმარიტი მზის თაყვანისმცემლები კვიპროსში უნდა წავიდნენ, რათა განიცადონ ყველაზე თბილი ზამთარი ხმელთაშუა ზღვაში.
მიუხედავად იმისა, რომ ტემპერატურა დაახლოებით 17°C-ზეა, თქვენ მიიღებთ საკმარის D ვიტამინს დღეში ხუთი საათის განმავლობაში მზეზე ყოფნით. ამინდი მოსახერხებელია მოგზაურობისთვის და კუნძულის კულტურისა და ისტორიის შესასწავლად.
კანარის კუნძულები
აფრიკის სანაპიროსთან სიახლოვის გამო, კანარის კუნძულებს აქვთ სასურველი კლიმატი მთელი წლის განმავლობაში, რაც გულისხმობს მინიმუმ 300 მზიან დღეს.
მალტა
თუ ზამთრის მზესთან ერთად კულტურის გაცნობა გსურთ, მალტაში გაემგზავრეთ. კუნძულზე ცხრა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია. ზამთარში თითქმის არ წვიმს და 16°C ტემპერატურაა. ვალეტას ქუჩებში სიარულს საკმაოდ სასიამოვნოს ხდის. აქ არის ბევრი ნავსადგური, ლამაზი მეთევზეთა სოფლები, კლდეები და კლდოვანი ყურეები.
ნავით მოგზაურობისთვის გაემგზავრეთ მეზობელ კუნძულ გოზოში, სადაც აღმოაჩენთ გგანტიას ტაძრებს, უძველეს და შთამბეჭდავ მეგალითურ კომპლექსს მალტაში. ისინი ეგვიპტის პირამიდებზე ძველია.

ასევე დაგაინტერესებთ